reportiori.ge - გიორგი კვირიკაშვილი: გამოვთქვამთ იმედს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი უახლოეს მომავალში დაწესდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 16:58
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: გამოვთქვამთ იმედს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი უახლოეს მომავალში დაწესდება
ავტორი:
09 თებერვალი, 2016. 18:18

 

 

„ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმამ დიდი წვლილი შეიტანა რეფორმების პროცესის დაჩქარებაში და რადგან ყველა ტექნიკური მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, გამოვთქვამთ იმედს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი უახლოეს მომავალში დაწესდება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ერთად გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა.



მთავრობის მეთაურის თქმით, ეს მიღწევა საქართველოსა და სხვა პარტნიორებისთვის გახდება უტყუარი დემონსტრირება იმისა, რომ ევროპულ არჩევანს კონკრეტული შედეგები მოაქვს.



გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობა უზრუნველყოფს საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, თავისუფალ მედიაგარემოს, სასამართლო სისტემის რეფორმის გაგრძელებას და სამოქალაქო საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობას.



პრემიერმა საქართველო-ევროკავშირის განსაკუთრებულ ურთიერთობებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ევროკავშირის უწყვეტი დახმარებითა და მხარდაჭერით საქართველო დამაჯერებლად მიიწევს წინ დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგის განხორციელების გზაზე და გადაწყვეტილი აქვს ამ მხრივ კიდევ უფრო დიდი წარმატების მიღწევა.



ასოცირების ხელშეკრულების განხორციელება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. უსაფრთხოება და სტაბილურობა ჩვენი ერთობლივი წამოწყებების წარმატების უმთავრესი წინაპირობებია. საქართველო დღესაც დგას გამოწვევებისა და მძიმე ჰუმანიტარული შედეგების წინაშე, რომლებიც რუსეთის მხრიდან ოკუპაციამ და მცოცავმა ანექსიამ მოიტანა. ამ მხრივ, ჩვენ დიდად ვაფასებთ ევროკავშირის მხრიდან საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.



გიორგი კვირიკაშვილის თქმით, შეხვედრისას მხარეებმა ერთმანეთს ასევე გაუზიარეს მოსაზრებები საქართველოში ევროკავშირის საქმიანობის კიდევ უფრო გააქტიურების შესახებ, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, არაღიარების პოლიტიკის, ნდობის გაღვივებისა და ჟენევის მოლაპარაკებებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის აქტიური შუამდგომლობის გზით.



ხაზგასმით აღვნიშნავ ჩვენს ამბიციას, საქართველო რეგიონში ევროინტეგრაციის წარმატების მაგალითად ვაქციოთ. ამ მხრივ, ჩვენ ვიზიარებთ აღმოსავლეთ პარტნიორობისადმი, როგორც ჩვენი ხედვის ხორცშესხმის კონკრეტული პოლიტიკისადმი, ერთგულებას", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობაზე ისაუბრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ის, ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში კიდევ უფრო ღრმავდება.



დონალდ ტუსკის თქმით, შეხვედრისას საუბარი შეეხო მომავალ საპარლამენტო არჩევნებს და თავისუფალი და პლურალისტური მედიაგარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობას.



ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, დაეხმაროს საქართველოს ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის მიმართულებით განხორციელებული რეფორმების პროცესში.



დონალდ ტუსკმა საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში განხორციელებული რეფორმები მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველომ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა შეასრულა, პროცესის წარმატებული დასასრული კი ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტზეა დამოკიდებული.



ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან ე.წ. მოკავშირეობის შეთანხმებების გაფორმებასთან და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესთან დაკავშირებით.



დონალდ ტუსკმა საქართველოს ასევე მადლობა გადაუხადა ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში მონაწილეობისთვის.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016