reportiori.ge - გიორგი ვოლსკი: კონსტიტუციაში განისაზღვრება, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 16:38
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: კონსტიტუციაში განისაზღვრება, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა
ავტორი:
09 თებერვალი, 2016. 18:21

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობს მუშაობა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, კონსტიტუციაში განისაზღვრება, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. ამის შესახებ ვოლსკიმ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა განმარტა, აღნიშნული საკონსტიტუციო ნორმა ერთსქესიანთა ქორწინების ცალსახა უარყოფა იქნება.

 

„ბოლო პერიოდში გაკეთდა განცხადებები, რომ უნდა მოხდეს ინიცირება საკონსტიტუციო ცვლილების, რომ ოჯახი წარმოადგენს ქალის და მამაკაცის ერთობას და ზუსტად ის ფორმულირება, რომელიც არსებობს სამოქალაქო კოდექსში, გადატანილ იქნას საკონსტიტუციო ნორმად. ჩვენ ამის თაობაზე შარშან დავიწყეთ საუბარი. დღეს მზად გვაქვს პროექტი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში. გუშინ გვიანობამდე რაღაც დეტალებს ვამუშავებდით. გარკვეული კონსულტაციები მიმდინარეობს კოალიციაში. ყველას ვთხოვთ, რომ თავი შეიკავონ ზედმეტი რადიკალიზმისგან, ზედმეტი განცხადებებისა და გამწვავებისგან ამ თემის. ამას სჭირდება საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა და დღეს თუ ხვალ ნახავს დღის სინათლეს. ბევრი ევროპული ქვეყანა სწორედაც რომ ასეთი სტანდარტით სარგებლობს, რომელსაც ჩვენ შემოგთავაზებთ. არსებობს ქვეყნები, სადაც არ არსებობს ერთსქესიანთა ქორწინება, მაგრამ არსებობს რაღაც ფორმა ურთიერთობის, რომელიც საკუთრების თემაზეა ორიენტირებული და არსებობს ზოგ ქვეყანაში დაშვებულობაც და ამისგან არავინ ქმნის დაძაბულობას", - განაცხადა ვოლსკიმ.


მისივე თქმით, კონსტიტუციაში უკვე წერია ქალისა და ბავშვის უფლებების დაცვის შესახებ იმ კონტექსტში, რასაც ოჯახი ჰქვია და ხდება ამ ნორმის უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბება.


„კონსტიტუციაში მეუღლეები არის აღნიშნული, მაგრამ ამ აღნიშვნასთან ერთად მითითებულია ქალისა და ბავშვის უფლებები. ეს ნორმა უფრო მკაფიო უნდა გავხადოთ და არა რაღაც ახალი შემოვიტანოთ. ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება ქვეყნისთვის, რომელსაც გარკვეული ტრადიცია გააჩნია, გარკვეული ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა გააჩნია. ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ არჩევნებამდე გამოვიდა პოზიციით, რომ ის ტრადიცია, ის კულტურული და ეროვნული მემკვიდრეობა იქნება ამოსავალი წერტილი ჩვენი მომავალი პოლიტიკური საქმიანობისა და სწორია ეს თემა", - აღნიშნავოლსკიმ. 




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016