NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივებზე განცხადება გააკეთა.
სტოლტენბერგის განცხადებით, სანამ საქართველო NATO-ში გაწევრიანებას შეძლებს, საჭიროა კონსენსუსის მიღწევა MAP-თან დაკავშირებით.
„საქართველოს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი აქვს NATO-ში გასაწევრიანებლად. თქვენ გაქვთ წლიური ეროვნული პროგრამა, თქვენ გაქვთ კომისია NATO-საქართველო, ასევე თქვენ გაქვთ არსებითი პაკეტი.
ჩვენ წინ მივდივართ და ვახორციელებთ სხვადასხვა კომპონენტს იმ პაკეტისა, რომელიც მაღალ დონეზე იყო შეთანხმებული უელსში 2014 წელს. ყველა ეს პრაქტიკული ინსტრუმენტი გამოიყენება ყოველდღიურ რეჟიმში, საქართველოს გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად. თქვენ NATO-ს უახლოვდებით. MAP არის პოლიტიკური სტატუსი, რომელსაც ანიჭებენ მოკავშირეები კონსენსუსის საფუძველზე. ამიტომ, სანამ საქართველო NATO-ში გაწევრიანებას შეძლებს, საჭიროა კონსენსუსის მიღწევა MAP-თან დაკავშირებით.
მივესალმები იმ ფაქტს, რომ თქვენ აღწევთ პროგრესს, ახორციელებთ რეფორმებს, ჩვენ ჩავატარებთ NATO-საქართველოს კომისიის სხდომებს ამ შეხვედრის ფარგლებში და მე მივაწვდი კომისიას ინფორმაციას მიღწეული პროგრესის შესახებ და მოვუყვები, როგორ შეუძლია NATO-ს, გააგრძელოს დახმარების გაწევა საქართველოსთვის და ითანამშრომლოს მასთან", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
მოამზადა ნათია ცუხიშვილმა