ჟურნალისტი მაკა რაზმაძე გოგი თოფაძის პარლამენტში გამოსვლასთან დაკავშირებით გამოწვეულ ხმაურზე სოციალურ ქსელში წერს:
„თოფაძემ კი არ გამოიყენა ეგ სიტყვა, მარგველაშვილს შეახსენა - ასე რატომ უწოდე ქართველებსო. რა გჭირთ, მარტო სიტყვებს უსმენთ? აზრი არ უნდა იმ სიტყვებს? თოფაძემ მართლა რაებიც იძახა, ის არ ეყოფა?
ეს ციტატა აბა, ვისია, ვინ გამოიცნობს??
„ერი, რომელიც ყველას უყვარს და ყველას ეცოდება... მაგრამ, რომელსაც ვერ შველიან საკუთარი სისულელის, სიჯიუტისა და სიჩლუნგის გამო";
„დიაგნოზი ერთმნიშვნელოვანია: გონებრივი სისუსტე, მსუბუქი დებილობის ფორმით ანუ ფაქტობრივი მდგომარეობა, როდესაც ადამიანის ფსიქიკური განვითარება ჩერდება გარკვეულ ადრეულ ეტაპზე და არ აღწევს ზრდასრულ მდგომარეობამდე.
ზრდასრული ადამიანის ტანი და სუსტი, ადრეული ასაკისთვის შესაფერისი აზროვნება - აი, საქართველოს მოსახლეობის, ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა";
„ქართველი ერი ვერ აღწევს ზრდასრული ინტელექტის საფეხურს, გონებრივი განვითარების ეტაპს და ბავშვის ასაკის დონეზე დარჩენილი, მისი ცნობიერება არ არის იმ სიმაღლეზე, რომელზეც ხდება პიროვნების სრული გამთლიანება, ამიტომაც აშენებს ისეთ სახელმწიფოს, როგორსაც ბავშვები აგებენ თამაშის დროს. მოკლედ, ის „პამპულობას" თამაშობს", - წერს მაკა რაზმაძე.