reportiori.ge - ელიზბარ ჯაველიძე: საზოგადოებას უნდა ახსოვდეს, რა მოიმოქმედა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარსულში!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:13
პოლიტიკა
ელიზბარ ჯაველიძე: საზოგადოებას უნდა ახსოვდეს, რა მოიმოქმედა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარსულში!
09 თებერვალი, 2016. 19:01

 

 

გიორგი კანდელაკის განცხადებას, რომელშიც ის ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას გაისტუმრებენ და „ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში დაბრუნდება, აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე გამოეხმაურა და „რეპორტიორთან" საუბისას ამბობს,„ნაციონალებმა კარგად იციან, რომ ქართველი ხალხი არჩევნებით მათ არ დააბრუნებს, ამიტომ შეეცდებიან, პროვოკაციები მოაწყონ".

 

„ნაციონალური მოძრაობის" ყველა წარმომადგენელი თავხედობისა და კადნიერების გამოხატვის უმაღლესი მაგალითია. მათი ბუნება, ცინიკური დამოკიდებულება და განცხადებები მაგონებს სიკვდილის პირას მყოფი ადამიანის მდგომარეობას. ისინი პოლიტიკური გვამები არიან, რაც არ უნდა თქვან, ქართველი ხალხი მათ მხარს არ დაუჭერს. გადახედონ ხალხის განწყობას. მართალია, არსებობს მცირე ნაწილი და რამდენიმე მედიასაშუალება, რომლებიც აცოცხლებენ „ნაციონალურ მოძრაობას", მაგრამ ხშირად მიწევს ხალხთან საუბარი,  ვიცი მათი განწყობა და მოსაზრება „ნაციონალური მოძრაობის" მიმართ. საქართველო დაღლილია და „ნაციონალური მოძრაობის" ავტორიტეტი ნულის ტოლია.

 

არსებობს მათი დაბრუნების გზა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის დიდი სურვილი ჩვენს მეგობარ ამერიკელებს ექნებათ. ნაციონალებმა  კარგად იციან, რომ ქართველი ხალხი არჩევნებით მათ არ დააბრუნებს ამიტომ შეეცდებიან, პროვოკაციები მოაწყონ. ისინი ამზადებენ ბანდებს, ჯგუფებს და ხელისუფლებამ რეაგირება უნდა მოახდინოს თავის დროზე. სისხლი თუ დაიღვარა, ვერცერთი ნაციონალი ცოცხალი ვერ გადარჩება. ასეთია ქართველი ხალხის გადაწყვეტილება,  ამაში დარწმუნებული ვარ. საზოგადოებას უნდა ახსოვდეს, რა მოიმოქმედა „ნაციონალურმა მოძრაობამ" წარსულში", - განაცხადა ჯაველიძემ.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016