„ეს არის პირველი ნაბიჯი, ეს არის პირველი გამარჯვება!"- ასე ეხმაურება დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების მოთხოვნის წარმოებაში არ მიღებას.
ამის შესახებ ბრეგაძე განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:
„პატივცემულო მეგობრებო! გილოცავთ! ამ უსაშინლესი არსების მიერ შეტანილი უსაშინლესი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ არ მიიღო. ეს არის თითოეული თქვენთაგანის გამარჯვება, თქვენი მტკიცე და შეუვალი პოზიციის შედეგი. ეს არის პირველი ნაბიჯი, ეს არის პირველი გამარჯვება, მაგრამ გამარჯვება ბოლომდეა მისაყვანი და უახლოეს ხანში აუცილებელია საკონსტიტუციო შესწორების მიღება, რომლითაც განისაზღვრება რომ ოჯახი არის მამაკაცისა და ქალის ნებაყოფლობითი ერთობა!"- აღნიშნავს სანდრო ბრეგაძე.
საკონსტიტუციო სასამართლომ არ მიიღო წარმოებაში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების მოთხოვნა.