საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჩეხეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრს იან მლადეკს შეხვდა.
მხარეებმა საქართველო - ჩეხეთის ურთიერთობის გაღრმავებაზე, ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების - DC FTA პოტენციალის ამოქმედებაზე ისაუბრეს.
საუბარი საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ჩეხური ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებს შეეხო.
ჩეხეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს შემდგომი ინტეგრაციის მხარდაჭერა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და პრეზიდენტის მრჩევლები.