reportiori.ge - მერაბ მეტრეველი: სააკაშვილმა შარვალი ჩაიხადა და ქართველ ხალხს უკანალი მიუშვირა, დამიკოცნეთო...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:11
საზოგადოება
მერაბ მეტრეველი: სააკაშვილმა შარვალი ჩაიხადა და ქართველ ხალხს უკანალი მიუშვირა, დამიკოცნეთო...
ავტორი:
09 თებერვალი, 2016. 22:03

 


ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთვის მართლაც ბევრი სასიკეთო რამ გააკეთა, საბოლოოდ დემოკრატიულ გზას გადაუხვია და ქართველი ხალხი აიძულა მის დიქტატორულ რეჟიმს დამორჩილებოდნენ.


ამს შესახებ მეტრეველი სოციალურ ქსელში, წერს, რომელსაც „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:



„ვისაც მიშა არ ევასება, მიშისტები ყველას ამუნათებენ: რატომ ვერ ხედავთ მის გაკეთებულ საქმეებს, რამ დაგაბრმავათ ასე, ნუთუ მიშას არაფერი გაუკეთებია, სულ რომ აკრიტიკებთო.

 

რა თქმა უნდა მიშამ ბევრი რამე გააკეთა, მაგრამ თქვენ იცით ასლან აბაშიძემ თავის დროზე როგრი სამსახური გაუწია აჭარის მოსახლეობას და ის რისგან იხსნა? მხედრიონის თარეშისგან. როდესაც მთელი საქართველო სამოქალაქო ომის ქარცეცხლში იყო გახვეული და თბილისში ხალხი პურის რიგში ავტომატით იდგა, ჩვენ, ბათუმელებს მაშინდელი საქართვლეოსთვის ჩვეული მოვლენა - ქუჩაში ავტომატიანი ხალხი, „ბესპრიდელი" საერთოდ არ გვინახავს.  ჩვენ ფაქტობრივად საქართველოს 90-იანები გამოვტოვეთ და მხოლოდ იმიტომ რომ ასლანამ ჩოლოქი ჩაკეტა და ჯაბა იოსელიანს აჭარაში ცხვირი არ შეამოაყოფინა.

 

შედეგად, როცა მთელ საქართველოში ომი და განუკითხაობა იყო, აჭარაში იყო სრული სიმშვიდე. მაგრამ აჭარის მოსახლეობისთვის საბოლოოდ მისი მოღვაწეობის შეფასების დროს მთვარი ის კი არ აღმოჩნდა რა გააკეთა, არამედ ის, თუ რა ფასი მოითხოვა ამაში. ასლანმა გადაწყვიტა, რომ, რადგან რეგიონი ომისგან იხსნა, მას ყველაფრის უფლება ქონდა და აჭარაში შეიძლებოდა პატარა დიქტატორად მჯდარიყო. ფეოდალი ყოფილიყო და ყველას თავზე გაერა. აჭარის ტელევიზიას დაამონტაჟებინა ფილმი სმაეგრელოში მხედიორნის თარეშის უმძიმესი კადრებით, დაარქვარას გადაურჩა აჭარა" და კვირაში ერთხელ გვაყურებინბედა, რომ მისი ღვაწლი არ დაგვიწყებოდა. მიუხედავად ამის, ის სწორედ აჭარის მსოახლეობამ გააგდო.

 

იგივე ეხება მიშასაც და მის გაკეთებულ საქმეებსაც. დიახ მან ბევრი კარგი გააკეთა. ჩემთვის ყველაზე მნიშვლეოვანია ქვეყანაში ტოტლაური კორუფციის აღმოფხვრა, რაც ყოფილ საბჭოთა სივრცეში ვერსად მოახერხეს. ამან ქვეყნას წინსვლის და განვითარების შანსი მისცა, მაგრამ სანაცვლოდ მიშამაც გადაწყვიტა, რომ გაკეთებული საქმეები მასაც ყველაფრის უფლებას აძლევდა, შეეძლო კანონზე მაღლა დამდგარიყო, ყველაფერი ერთ ხელში მოექცია და პატარა დიქტატორუკა გამხადარიყო. ტელევიზები აბაშიძის დროინდელიაჭარის ტელევიზიის" სტილში მხოლოდ მის ქებაში ყოფილიყვნენ, დაეჩმორებინა სასამართლო და . შ.  მარტივად რომ ვთქვათ, შარვალი ჩაიხადა და ქართველ ხალხს უკანალი მიუშვირა, დამიკოცნეთო. ქართვლემა ხალხმა კი მას ამ უკანალში პანჩური ამოუიჭირა. ქართველი ხალხი მზად არ აღმოჩნდა, რომ თუნდაც კარგი საქმეების სანაცვლოდ, ვინმესთვის უკანალი ეკოცნდა. მიშისიტები კი ამას ვერ იგებთ, რატომ? საკუთარ თავს კითხეთ.

 

ვიცი რა არგუმენტეიც გექნებათ - ბიძინა! თქვენ ხომ ყველაფერზე ეს არგუმენტი გაქვთ. ბიძინა, თუ დროზე ვერ გამოიტანს გაკვეთილს ამ ისტორიებიდან, ქართველი ხლახი მასაც ისევე ამოუჭერს პანჩურს, როგორც ასლანას და მიშას ამოუჭირა."- აღნიშნავს მეტრეველი.


ჟურნალისტის პოსტს მისი კოლეგებიდან დიდი გამოხამურება მოჰყვა.


„10-ოდ ემოციური ნაცმოს მომხრის ჰიპერბოლიზებული განწყობის ანალიზს და ლანძღვას არ გირჩვენია ოცნების მთავრობის შეცდომები, უკანდაახევა და ამით მიყენებული ზარალი გააანალიზო? რას დაეძებ ვინ ბოდიშის მოხდას ითხოვს და ვინ შენ გლანძღავს?

უცნაური როლი მოირგე, უსარგებლო და არაჟურნალისტური."-  წერს  ნათია კობერიძე მეტრეველის საპასუხოდ.


ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ მერაბ მეტრეველს საკითხის აქტუალურობა დაუწუნა.



 „ბიჭო, შენ ხო არ დაცურდი ამ მიშას ნიადაგზე? იმდენი რამე ხდება ქვეყანაში, რა ოდესის გუბერნატორი აგიტყდა, სხვა საქმე არა გაქვს?"- მიმართავს ნიკა გვარამია მერაბ მეტრეველს. 



 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016