reportiori.ge - დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენთვის კერძო საკუთრება უმთავრესია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 17:00
პოლიტიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენთვის კერძო საკუთრება უმთავრესია!
ავტორი:
09 თებერვალი, 2016. 23:17


 

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმადიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში კომენტარი გააკეთა კანონპროექტზე „საჯარო რეესტრის შესახებ კანონში" ცვლილებების შეტანის თაობაზე.



„მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ჩვენთვის კერძო საკუთრება უმთავრესია. არავის უფიქრია, კერძო საკუთრებისთვის საფრთხე შეექმნა. ეს ყოვლად დაუშვებელია. ეკონომიკის სამინისტრო ის უწყებაა, რომელიც მტკიცედ იცავს კერძო საკუთრებას. აქვე მინდა განვმარტო, რომ თუკი მოსახლეობა აღნიშნულმა ცვლილებებმა შეაშფოთა, მაქსიმალურად შევეცდებით, კანონპროექტის საპარლამენტო განხილვებისას, მასში ისეთი ცვლილებები შევიტანოთ, რომელიც კერძო სექტორის ყველანაირ ეჭვებს გააქარწყლებს," - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.



ამასთან, ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განმარტა, რომ მთავრობა სახელმწიფო მიწების რეგისტრაციას ყოველთვის ახორციელებდა.


„ეს ჩვეულებრივი პროცესია, მაგრამ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ჩვენ, ეკონომიკის სამინისტროში შევქმენით კოლეგიალური ორგანო - გადაფარვის კომისია. ის იხილავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც კონკრეტულ ქონებაზე არსებობს სახელმწიფო რეგისტრაცია, მაგრამ არსებობს კერძო მესაკუთრეც. ჩვენ 1000-ზე მეტი გადაფარვის შემთხვევა განვიხილეთ. ასეთ დროს, სახელმწიფო თავის რეგისტრაციას აუქმებს და კერძო მესაკუთრე არეგისტრირებს თავის ქონებას. ამით ჩვენ ვცდილობთ, სამართლიანობა აღვადგინოთ და კერძო მესაკუთრეს საკუთრება დავუბრუნოთ", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.



როგორც ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, ხელისუფლება აკვირდება იმ განწყობებს, რომელიც მოსახლეობას ჩამოუყალიბდება აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის მიმართ. მან არ გამორიცხა ამ საკითხზე შიდა კონსულტაციების ჩატარება.


„ყოველივე კეთდება ჩვენი მოსახლეობისა და კერძო სექტორის სასარგებლოდ. ამდენად, თუ კანონპროექტში არის ისეთი ჩანაწერი, რომელმაც კერძო მესაკუთრე ჩააფიქრა, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ეს ჩანაწერი უნდა გავასწოროთ და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ," -განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.  





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016