reportiori.ge - ნიკოლოზ მჟავანაძე: როდესაც წამყვან ევროპულ მედია საშუალებებს ვედრებით, ამ ტონალობაში არ უნდა იყოს საუბარი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:03
საზოგადოება
ნიკოლოზ მჟავანაძე: როდესაც წამყვან ევროპულ მედია საშუალებებს ვედრებით, ამ ტონალობაში არ უნდა იყოს საუბარი!
10 თებერვალი, 2016. 00:44

„უფლებადამცვეთა გაერთიანების" თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით ტელეკომპანია „მაესტროს" გარშემო მიმდინარე დავა, რომელიც წილების გადანაწილებას ეხება, აუცილებელია სამართლებრივ ჩარჩოში ჩაჯდეს და გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღოს.


როგორც მჟავანაძემ  ინგა გრიგოლიას გადაცემა „დღის ამბებში" განაცხადა, მედიას ძალიან დიდი პასუხსმგებლობა აკისრია, ამიტომ ამა თუ იმ მედია საშუალებების ხელმძღვანელობამ პოლიტიზირებული განცხადებების გაკეთებისგან თავი უნდა შეიკავოს.


„ვერ ვხედავ, რომ „მაესტროს" საქმეებში  ხელისუფლება ერეოდეს. როგორ წარმოგიდგენიათ, CNN-ის  BBC-ის ან „ევრონიუსის" ხელმღვანელობა რომ დაემუქროს ხელისუფლებას ამა თუ იმ ქვეყნისა, თუ თქვენ არ მიიღებთ შესაბამის გადაწყვეილებას სასამართლოში, ჩვენ პრობლემებს შეგიქმნითო?

 

მსგავსი ტიპის განცხადება მანამდე გვარამიას მიერ იყო გაკეთებული, თქვენ კარგად გახსოვთ რომ „ჯოჯოხეთის მოგიწყობას" აპირებდა და შემდეგ უკვე ბაია გადაბაძის მიერ იქნა გაკეთებული განცხადებები, როდესაც მან თქვა, რომ „ჩვენ მოგყვანეთ თქვენ ხელისუფლებაში და ახლა წესიერად იყავითო."  ვფიქრობ, ამ ტონალობაში  არ უნდა იყოს საუბარი. მედიას პასუხისმგებლობაც ბევრი აკისრია.

 

როდესაც ევროპულ ფასესულობებზე ვსაუბრობთ და წამყვან ევროპულ მედია საშუალებებს ვედრებით, წარმოიდგინეთ თქვენ BBC-იმ  დახმარება სთხოვოს ამა თუ იმ ქვეყნის თავდაცვის მინისტრს. რა შუაში იყო თინა ხიდაშელი? რა დახმარება უნდა გაეწია თავდაცვის მინისტრს? ეს ყველაფერი ძალიან ბევრ კითხვას ბადებს. ყველაფერი უნდა გადაწყდეს სამართლებრივი გზით."- განაცხადა მჟავანაძემ.    

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016