reportiori.ge - მანანა ნაჭყებია: „ვიმპელკომისგან“ საფრთხე მოდის და ვფიქრობ, ხელისუფლება ამას აცნობიერებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 16:31
პოლიტიკა
მანანა ნაჭყებია: „ვიმპელკომისგან“ საფრთხე მოდის და ვფიქრობ, ხელისუფლება ამას აცნობიერებს
10 თებერვალი, 2016. 12:28

„საფრთხე, რა თქმა უნდა, არის და ვფიქრობ, ხელისუფლებაშიც აცნობიერებენ ამ საფრთხეს", - ასე ეხმაურება „ახალი მემარჯვენეების" წევრი მანანა ნაჭყებია გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, „ვიმპელკომმა" „კავკასუს ონლაინის" ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტ-კაბელი შეისყიდოს. ამის შესახებ ნაჭყებიამ „რეპორტიორის"პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და აქვე დასძინა, რომ იმედი აქვს, ხელისუფლება დაპირებას შეასრულებს და „ვიმპელკომისგან" მომავალ საფრთხეებს რეალურად გააცნობიერებს.

 

„ეს არის არამარტო საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის გამოყენებასთან დაკავშირებული, არამედ ინფორმაციის მოპოვების საუკეთესო საშუალება და წყარო. როდესაც ქვეყანასთან პრაქტიკულად დიპლომატიური კავშირები გაწყვეტილი გვაქვს და რუსეთი აღიარებულია ოკუპანტად, ანუ საუბარია მტერზე, ვფიქრობ, ყველა ის სტრუქტურა, რომელიც ასეთ დროს გადაწყვეტილებებს იღებს, კარგად უნდა აცნობიერებდეს, რასთან გვაქვს საქმე. ამისთვის გვაქვს ჩვენ ეროვნული უშიშროების საბჭო, კრიზისების მართვის საბჭო, პარლამენტში არსებული ნდობის ჯგუფი და მათ უნდა შეისწავლონ საფრთხეები და მისცენ რეკომენდაციები მარეგულირებელ კომისიას, რომ ასეთი გადაწყვეტილება არ იქნას მიღებული. ჩვენ მივიღეთ ამასთან დაკავშირებით დაპირებები და მინდა, ვირწმუნო, რომ ეს დაპირებები რეალურია და ხელისუფლება საფრთხეებს აცნობიერებს", - განაცხადა ნაჭყებიამ. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016