reportiori.ge - „თუ სასამართლო შეაჩერებს გაჩეჩილაძეზე უკანონოდ რეგისტრირებულ 30%-იან წილს, ეს განმუხტავს სიტუაციას"
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:35
საზოგადოება
„თუ სასამართლო შეაჩერებს გაჩეჩილაძეზე უკანონოდ რეგისტრირებულ 30%-იან წილს, ეს განმუხტავს სიტუაციას"
ავტორი:
10 თებერვალი, 2016. 12:33

„მაესტროს" პარტნიორთა კრების მიერ დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებული ბაია გადაბაძე განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ „მაესტროს" ირგვლივ მიმდინარე დავაში სასამართლოს ძალიან დიდი როლი მიენიჭა.


გადაბაძე იმედოვნებს, რომ სასამართლო დღის ბოლომდე გია გაჩეჩილაძეზე რეგისტრირებული 30%-იანი წილის მოქმედებას შეაჩერებს.



„როგორც უკვე თქვენთვის ცნობილია, გუშინ შეტანილ იქნა სასამართლოში ჩვენი შუამდგომლობა, გადაუდებელი წესით შეჩერებულ იქნეს გიორგი გაჩეჩილაძის სახელზე აშკარა კანონდარღვევით და თვალთმაქცურად გაფორმებული 30%-იანი წილის მოქმედება. მიგვაჩნია, რომ გუშინვე წარვადგინეთ ყველა საჭირო მტკიცებულება, თუმცა ირაკლი რუხაძის მიერ „იმედის" ეთერში საჯაროდ გაკეთებულმა კომენტარებმა დამატებით დაადასტურეს ჩვენი მოთხოვნის სისწორე. დღეს ჩვენ ამ გამოსვლის ვიდეოჩანაწერიც წარვუდგინეთ სასამართლოს და იმედი გვაქვს, რომ დღის ბოლომდე სასამართლო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ვფიქრობთ, რომ სასამართლოს მიენიჭა ამ დავაში ძალიან დიდი როლი, რადგან თუკი ის შეაჩერებს გაჩეჩილაძეზე უკანონოდ რეგისტრირებულ 30%-იან წილს, ეს განმუხტავს სიტუაციას, აღადგენს სტატუს-ქვოს და მხარეებს მოგვეცემა საშუალება, მშვიდ ვითარებაში და სამართლებრივ ჩარჩოებში გადავიყვანოთ დავა", - ნათქვამია ბაია გადაბაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016