26 ივლისს,11:00 საათზე, "ვიშეგრადის ქვეყნები სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ევროინტეგრაციისათვის ფარგლებში"-ამ სახელწოდებით სასტუმრო Holiday Inn-ში, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით ევროინტეგრაციის საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება.
კონფერენციაზე წარმოდენილი იქნება პროექტის ფარგლებში შესრულებული კვლევის შედეგები, ასევე გაიმართება დისკუსია ევროინტეგრაციის გამოწვევებზე სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში და იმ გამოცდილების აპრობაციაზე, რაც ამ მიმართულებითაა დაგროვილი ვიშეგრადის ქვეყნების ჯგუფში.
კონფერენციას დაესწრებიან როგორც ქართველი ექსპერტები, ასევე ექსპრეტები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ჩეხეთიდან, უკრაინიდან, მოლოდევითან, სლოვაკეთიდან, პოლონეთიდან და უნგრეთიდან. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები. კონფერენციის დასკვნით ნაწილში მოხდება ევროინტეგრაციის საკითხებისადმი მიძღვნილი სტუდენტური კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება და მათთვის სერთიფიკატების გადაცემა.
პროექტის მიზანს წარმოადგენს ვიშეგრადის ქვეყნებში დაგროვილი გამოცდილების გაზიარება ევროპასთან დასაახლოებლად შემდეგ საკითხებში - მდგრადი განვითარება, თავისუფალი ვაჭრობის განვითარება, სოციალური პოლიტიკა და სოციალური დიალოგი. პროექტის ფარგლებში გამოიცა ანალიტიკური სტატიების კრებული ქართულ და ინგლისურ ენებზე: ევროინტეგრაციის საკითხები: ვიშეგრადის ქვეყნები და სამხრეთ კავკასია. კრებულის წარდგენა ფართო საზოგადოებისათვის ასევე მოხდება დასკვნითი კონფერენციის ფარგლებში.