reportiori.ge - კახა კალაძე: აქტიურად დავიწყეთ მუშაობა პარტიის გაძლიერებაზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:07
პოლიტიკა
კახა კალაძე: აქტიურად დავიწყეთ მუშაობა პარტიის გაძლიერებაზე
ავტორი:
11 თებერვალი, 2016. 13:43

დღეს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გურჯაანის მუნიციპალიტეტში საოლქო ორგანიზაციების კონფერენცია გახსნეს. დღესვე კონფერენციები გაიმართება სიღნაღის, დედოფლისწყაროს და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში. სადაც ასევე, კონფერენციის შედეგად აირჩევენ საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარეებს, ბიუროს წევრებს და ყრილობის დელეგატებს.


პარტია ქართული ოცნება" განაგრძობს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონალური საოლქო ორგანიზაციების კონფერენციების ჩატარებას.

 

დღეს ვიმყოფებით გურჯაანის  მუნიციპალიტეტში, სადაც კონფერენციის შედეგად ავირჩიეთ საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, ბიუროს წევრები და ყრილობის დელეგატები. ადგილობრივი საოლქო ორგანიზაციების კონფერენციები სავარაუდოდ თებერვლის თვის ბოლოს დასრულდება.

 

ჩვენ აქტიურად დავიწყეთ მუშაობა პარტიის გაძლიერებაზე, პარტიის სტრუქტურულად ჩამოყალიბებაზე.თქვენ იცით, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება და ამ მიმართულებით მზადება უკვე დაწყებული გვაქვს", - განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტში კონფერენციის დასრულების შემდეგ კახა კალაძემ.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016