reportiori.ge - „დათუნა სულიკაშვილი თუ მაღაზიებიდან ასეთი ფორმით იტაცებს პროდუქციას და ასე მუშაობს, აფერუმ მის კაცობას“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:20
საზოგადოება
„დათუნა სულიკაშვილი თუ მაღაზიებიდან ასეთი ფორმით იტაცებს პროდუქციას და ასე მუშაობს, აფერუმ მის კაცობას“
ავტორი:
10 თებერვალი, 2016. 13:25


კომპანია „კემოსის" ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი" გთავაზობთ:



„2 წლის წინ, დიდმა, ვითომ დიზაინერმა დათუნა სულიკაშვილმა მოტყუებით მაღაზია „კემოსიდან" 190 ლარის მასალა წაიღო. აღმოჩნდა, რომ მოატყუა კონსულტანტი და 2 წლის მანძილზე ატყუებს თანხის დაბრუნებაზე... 190 ლარი მაღაზია „კემოსისთვის" შეიძლება საგანგაშო თანხა არაა, მაგრამ კომპანია არ აპირებს, კონსულტანტის ეს შეურაცხყოფა აპატიოს დიზაინერს. დათუნა სულიკაშვილი თუ მაღაზიებიდან ასეთი ფორმით იტაცებს პროდუქციას და ამით მუშაობს, აფერუმ მის კაცობას. რატომ უნდა ჩააგდოს კონსულტანტი გოგონა ასეთ დღეში, რომელსაც მისი პასუხისმგებლობით შეექმნა სამსახურში პრობლემები.

 

რამოდენიმე ცნობილ ადამიანს ვთხოვეთ, ეთქვა დიზაინერისთვის,  ნუ შეულახავდა ღირსებას ამ კონსულტანტს, მაგრამ ყურად არ იღო ვაჟკაცმა დიზაინერმა.

 

კომპანია უახლოეს მომავალში სასამართლოში დაიბარებს დიდ დიზაინერს და კამერების ჩანაწერით და სატელეფონო ზარებით დაუმტკიცდება დათუნა სულიკაშვილს თაღლითური საქციელი.

 

ასევე დაეწერება ჯარიმა და ღირსების შელახვისთვისაც აგებს პასუხს. 190 ლარი ნამდვილად არ უღირდა დათუნა სულიკაშვილს ამად... მითუმეტეს, კომპანიის თანამშრომლები პატივისცემით და ნდობით იყვნენ ამ ადამიანის მიმართ", - ნათქვამია კომპანია „კემოსის" ადმინისტრაციის განცხადებაში. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016