reportiori.ge - ეკა მიშველაძე „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ გაათავისუფლეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 19:55
საზოგადოება
ეკა მიშველაძე „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ გაათავისუფლეს
ავტორი:
10 თებერვალი, 2016. 16:32

ტელეწამყვან ეკა მიშველაძეს „საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველმა არხმა ხელშეკრულება გაუწყვიტა. ინფორმაციას ეკა მიშველაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. მიშველაძის განმარტებით, რამდენიმე საათის წინ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობისგან მიიღო წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ხელშეკრულება გაუწყვიტეს.



„მაშ ასე, წერილის შინაარსი: თქვენი ხელშეკრულება შეწყვეტილიაო! ტყუილებიც ბევრი წერია!", - წერს მიშველაძე.


იმის გათვალისწინებით, რომ გადაცემა პირველი სტუდია", რომლის წამყვანის თანამდებობას თქვენ დღემდე იკავებდით, დახურულია, ხოლო თქვენს მიერ წარმოდგენილი პროექტის თაობაზე შესაძლებელია დაფიქსირდეს, რომ თემატიკა, რომელსაც თქვენ შეეხებით პროექტის სახით წარმოდგენილ გადაცემაში, საკმაოდ ვრცლად არის წარმოდგენილი სატელევიზიო ბადეში არსებულ (ასევე უკვე წარმოების სტადიაში მყოფ) სხვადასხვა გადაცემებში და შესაბამისად, არ არის მიზანშეწონილი დამატებით ცალკე პროექტის სახით მსგავსი ტიპის გადაცემის ჩაშვება. სახეზეა თქვენსა და სსიპსაზოგადოებრივ მაუწყებელს" შორის არსებული შრომითი ხელშეკრულების კანონით გათვალისწინებული ობიექტური გარემოება", - ნათქვამია წერილში.


აღსანიშნავია, რომ ტელეწამყვანმა გუშინ გადაცემა „არჩევანში" ისაუბრა, რომ მისი გადაცემის „პირველი სტუდიის" აღდგენა პირველი არხის ეთერში რამდენიმე თვეა აღარ ხერხდება.


„საზოგადოებრივ მაუწყებელზე" ეკა მიშველაძის გადაცემა „პირველი სტუდია" რამდენიმე თვის წინ დაიხურა. ეკა მიშველაძის თქმით, ეთერში იანვრიდან უნდა გასულიყო, თუმცა არხის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება შეცვალა და სამსახურიდან გაათავისუფლა.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016