reportiori.ge - „ხელისუფლებას შეუძლია, კანონმდებლობის დონეზე დაარეგულიროს ქორწინებასთან დაკავშირებული ნორმა“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 19:55
საზოგადოება
„ხელისუფლებას შეუძლია, კანონმდებლობის დონეზე დაარეგულიროს ქორწინებასთან დაკავშირებული ნორმა“
ავტორი:
10 თებერვალი, 2016. 16:52

„არ შემეძლო, არ გამოვხმაურებოდი  საზოგადოებაში გაჩენილ წუხილს და აღშფოთებას, რაც უკავშირდება ერთი სქესის წარმომადგენელთა შორის ქორწინების ლეგალიზაციის მოთხოვნას და რასაც მხარს უჭერენ მარგინალური პერსონები", - ამ განცხადებას კოალიცია „ჩვენი უფლებებისათვის" თავმჯდომარე დავით ლილუაშვილი აკეთებს, რომელსაც „რეპორტიორი" გთავაზობთ:

 

„პოლიტიკური ნებისა და შესაბამისი პასუხისმგებლობის გრძნობის შემთხვევაში, ხელისუფლებას ძალიან მარტივად შეუძლია, კანონმდებლობის დონეზე, სრულად დაარეგულიროს  ოჯახთან და ქორწინებასთან დაკავშირებული ნორმა და ამით აღმოფხვრას  ის ეჭვები, რაც საზოგადოებაში არსებობს.

 

მოგეხსენებათ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლით,  ისედაც მკაფიოდ არის განსაზღვრული ნორმა ოჯახისა და ქორწინების  შესახებ, სადაც წერია - „ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი".

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციის 36-ე მუხლში არსებულ ზოგად და ბუნდოვან ჩანაწერს, რომ „ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას" უნდა დაემატოს ოჯახისა და მეუღლეთა შესახებ მკაფიო განმარტება, რომ „ქორწინება ემყარება მეუღლეთა - ქალისა და მამაკაცის უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას", - ნათქვამია ლილუაშვილის განცხადებაში, რომელიც მან „რეპორტიორს" მიაწოდა.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016