reportiori.ge - „განგაშის ზარები!“ – „იმედია, გიორგი კვირიკაშვილი ამ საგანს სკოლებში არ დაუშვებს!“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 19:57
საზოგადოება
„განგაშის ზარები!“ – „იმედია, გიორგი კვირიკაშვილი ამ საგანს სკოლებში არ დაუშვებს!“
10 თებერვალი, 2016. 17:45

განათლების დარგის სპეციალისტი, ლექტორი ზაზა სიამაშვილი საგნის „მე და საზოგადოება" სკოლებში სწავლის წინააღმდეგია. როგორც სიამაშვილი „რეპორტიორთან" საუბარში განმარტავს, ევროპის არცერთ განვითარებულ ქვეყანაში მსგავსი საგნები არ ისწავლება და ეს ყველაფერი საქართველოში მხოლოდ გრანტების აღებას ემსახურება.


სიამაშვილი იმედოვნებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სკოლებში აღნიშნული საგნის შეტანას არ დაუშვებს.

 

„ევროპის განვითარებულ ქვეყნებში არსად არ ისწავლება ეს საგანი. თავად უმაღლესი განათლების დარგის სპეციალისტი ვარ, ვსწავლობდი და ვმუშაობდი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ძალიან კარგად ვიცი, რომ ინგლისის შემდეგ აქ არის უმაღლესი სასწავლო განათლება და მსგავს საგანს აქ ვერსად ნახავთ.

 

ეს არის თითიდან გამოწოვილი და მორიგი გრანტების გამართლების პრაქტიკა. ეს არის აბსოლუტურად ამაზრზენი და მართლა მიკვირს ამ ხელისუფლების, რატომ უნდათ,დუღილის ტემპერატურა ასწიონ ისედაც დაძაბულ საზოგადოებაში. რა საჭიროა ყველაფრის სწავლება სკოლებში? არის რაღაცები, რაც თავისთავად მოდის.

 

აბსოლუტურად გასაგებია ის საკითხი, რომ საგანში ყურადღება გამახვილებული იქნება ლგბტ წყვილებზე. ერთხელ და ორჯერ იწვნიეს მარცხი, ვერ შეაგროვეს ხალხი და ახლა უნდათ, რომ იერიში მიიტანონ 10-12 წლის ბავშვებზე. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ როგორც კი ეს საგანი შემოვა, ძალიან ბევრი მშობელი და მთელი საზოგადოება ამას წინ აღუდგება. ეს არის უკვე განწირული საგანი.

 

მე ვიცი, ვის ტვინებში იხარშება მსგავსი რაღაცები. ეს არის გიგი თევზაძის, დარჩიაშვილის, თაქთაქიშვილისა და თუთბერიძეების ტვინში მოხარშული გოგლიმოგლი. და ეს გოგლიმოგლი მათ უკან დაუბრუნდებათ.

 

იმედი მაქვს, რომ გიორგი კვირიკაშვილი ამას არ დაუშვებს", - განაცხადა სიამაშვილმა.

 

ცნობისთვის, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სექტემბრიდან საგნის „მე და საზოგადოება" სწავლება სკოლებში, დაწყებით კლასებში, სავალდებულო ხდება.

 

 

იხილეთ „განგაშის ზარები":


http://www.kvirispalitra.ge/public/28407-gangashis-zarebi.html

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016