reportiori.ge - გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:05
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
ავტორი:
10 თებერვალი, 2016. 18:57

საქართველოს ენერგოსექტორის განვითარებისკენ მიმართულ ნაბიჯებზე საუბარი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის მაროშ შევჩოვიჩის შეხვედრაზე გაგრძელდა.


საქართველოს მთავრობის მეთაური ევროკომისარს ენერგოგაერთიანების საკითხებში ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე საინვესტიციო პროექტების შესახებ ესაუბრა.


მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები ევროპის საქართველოს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების მისწრაფებაზე.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის სანდო პარტნიორია და აქვს პოტენციალი, გახდეს რეგიონული ლიდერი განახლებადი ენერგიის წარმოების მხრივ.


პრემიერ-მინისტრმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე ისაუბრეს რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე, რომლებიც ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფას და რეგიონის სტაბილურობას ისახავს მიზნად.


ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ორდღიანი ვიზიტი ბრიუსელში დასრულდა.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016