„მაესტროს" პარტნიორთა კრების მიერ გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებულმა ბაია გადაბაძემ გაფიცვა შეწყვიტა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს გადაბაძემ ჟურნალისტებთან იუსტიციის სახლში განაცხადა.
„რეესტრმა მომცა 30-დღიანი ვადა. ვსარგებლობ 30-დღიანი ვადით კანონის ფარგლებში და ვაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რისთვისაც ვიბრძვი, ანუ მოვიპოვო სამართალი. გაფიცვა შევწყვიტე, რადგან ახლა მჭირდება გაორმაგებული ძალები, ვინაიდან ვასრულებ ჩემს უფლებამოსილებას. ამ 30 დღის ვადაში უნდა გაირკვეს რეესტრი ლევან გაჩეჩილაძეს დაარეგისტრირებს თუ მე", - აღნიშნა ბაია გადაბაძემ.
მანვე საჯარო რეესტრში წარადგინა სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრების ასლი. გადაბაძის თქმით, ამის შესახებ რეესტრს ინფორმაცია მიაწოდა.
„სასამართლოს მივმართე იმიტომ, რომ პარტნიორთა კრების ოქმი არის უკანონო და ვაპროტესტებ ამას. წარვადგინე განცხადება, რომ გავასაჩივრე სასამართლოში და ამის საქმის კურსში ჩავაყენე რეესტრი", - განაცხადა გადაბაძემ.