reportiori.ge - კახა კალაძე: ხელისუფლება რუსული პროპაგანდის საპირისპიროდ მუშაობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:20
პოლიტიკა
კახა კალაძე: ხელისუფლება რუსული პროპაგანდის საპირისპიროდ მუშაობს
ავტორი:
10 თებერვალი, 2016. 22:43

ვიცე-პრემიერი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ანგარიშს აფასებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსული პროპაგანდის საპირისპიროდ მუშაობს.



„აშშ-მ რეალურად და ობიექტურად შეაფასა ის საფრთხეები, რაც შეიძლება პროპაგანდისტული მიმართულებით გაძლიერდეს საქართველოში, მითუმეტეს საარჩევნო წელია. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენი მეგობრების თანადგომას და ამ ანგრიშს განვიხილავთ როგორც დახმარების, მხარში დგომის ფაქტს. არავის აქვს ილუზია, რომ ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკურად სტრატეგიული მდებარეობის გამო, ჩვენ არ შევდივართ ისეთი მეზობლის ინტერესების სფეროში, როგორიცაა რუსეთი. ჩვენი ხელისუფლება, მეგობრების დახმარებით მუშაობს რუსული პროპაგანდის საპირისპიროდ და ერთობლივი ძალისხმევით, პროცესი კონტროლის და ყურადღების ქვეშაა. საქართველოს მოსახლეობამ მტკიცე არჩევანი გააკეთა ევროატლანტიკური სივცრის სასარგებლოდ და ამ არჩევანის შეცვლას არც საზოგადოება და არც მთავრობა არ აპირებს", - განაცხადა კახა კალაძემ.



აშშ-ის ერონული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, ჯეიმს კლაპერის აზრით, საქართველომ რუსეთის ზეწოლის პირობებში შესაძლოა სტრატეგიული დასავლური ორიენტაცია შეიცვალოს.


"მაშინაც კი, როდესაც საქართველო რეფორმებით პროგრესს განიცდის, მისი პოლიტიკა პოლიტიკური კონკურენციის ზრდის ფონზე მერყევი იქნება. ეკონომიკური გამოწვევები მთავრობისთვის მთავარი პოლიტიკური სისუსტე გახდება 2016 წლის არჩევნებამდე. საქართველოს ელიტებსა და საზოგადოებაში იმედგაცრუების ზრდა, დასავლეთთან ინტეგრაციის შენელებისა და ეფექტური რუსული პროპაგანდის ზრდასთან ერთად ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ თბილისმა შესაძლოა, შეანელოს ან შეწყვიტოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მცდელობები. რუსეთთან დაძაბულობა კვლავ მაღალი იქნება და, ჩვენი შეფასებით, მოსკოვი გაზრდის თბილისზე ზეწოლას იმისათვის, რომ ევროკავშირთან და ნატო-სთან კავშირები შეწყვიტოს", - აღნიშნულია დოკუმენტში.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016