reportiori.ge - გია მურღულია: საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფო ქართველობის წართმევას ცდილობს, ღიმილის მომგვრელია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:11
საზოგადოება
გია მურღულია: საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფო ქართველობის წართმევას ცდილობს, ღიმილის მომგვრელია
ავტორი:
10 თებერვალი, 2016. 23:37

ფილოლოგიის დოქტორი გია მურღულია მიიჩნევს, რომ განათლების სამინისტროს მიერ ორი ახალი საგნის - "მე და საზოგადოება" და "ჩემი საქართველო", ირგვლივ  აურზაური უსაფუძვლოდ დაიწყო.


როგორც გია მურღულიამ გადაცემა 2030-ში განაცხადა, ამ ახალ რესურსს არანაირი კავშირი არ აქვს ორი გამოცემასთან, „კომპასთან" და „კომპასიტოსთან"

 

"პეტიციის ხელმომწერებს კატეგორიულად არ ვეთანხმები. ეს არის აურზაური არაფრის გამო. "კომპასი" 2004 წელს, ხოლო "კომპასიტო" 2009 წელს ითარგმნა და გამოიცა და რატომღაც, ამდენი წლის განმავლობაში, ეს ამბავი არავის გახსენებია. ეს ორი რესურსი სრულიად უადგილოდაა დაკავშირებული იმ ორ სასწავლო რესურსთან, რომლის შემოღებასაც განათლების სამინისტრო გეგმავს. შესაძლოა, რომელიმე ჩინოვნიკის უდარდელობის გამო, საიტზე ინფორმაცია მართლაც გაჩნდა, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფო ქართველობის წართმევას მიზანმიმართულად ცდილობს, ღიმილის მომგვრელია",- აღნიშნა მურლიამ.


მისივე თქმით, განათლების სამინისტროს სერიოზული კოზირი აქვს - სიმართლე მის მხარესაა და ამიტომ, საზოგადოების დარწმუნება არ გაუჭირდება.


„კარგი იქნებოდა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, სამინისტროს საკითხის საჯარო განხილვა მოეწყო. ყველანი ერთად დავსხდეთ და მოვძებნოთ, რა არის საზოგადოებისთვის მიუღებელი და საფრთხის შემცველი რომელიმე ოფიციალურ სახელმწიფო დოკუმენტში. თუ ვინმე რამე სახის საფრთხეს დამისაბუთებს, ამ პეტიციას ხელს მეც სიამოვნებით მოვაწერ. სამოქალაქო აღზრდა დაწყებითი კლასებიდან უნდა დაიწყოს. საგანს შემოაქვს თემები - მე და ჩემი ოჯახი, მე და ჩემი სასკოლო გარემო, მე და ჩემი ქვეყანა... რაც ბავშვებს გარემოსთან ურთიერთობის კულტურას უყალიბებს",- განაცხადა გია მუღულიამ.


მისივე აზრით, ბუნებრივია, საზოგადოება შფოთავს, როცა საკითხი შვილებს ეხება, მაგრამ ბავშვების თემის ამგვარად გამოყენება უკადრისი საქციელია.


„ახლა საარჩევნო წელი მოდის და შესაძლოა, ამგვარი მანიპულირებით, ვინმე პოლიტიკური დივიდენდების მიღებას ელოდეს. სადისკუსიო ველის შექმნა იმ პოლიტიკურ ჯგუფებს აწყობთ, რომლებსაც საზოგადოებაში წინა პლანზე გამოსვლა სურთ. თემებს ვერ პოულობენ და როგორც ჩანს, თითიდან გამოწოვილი თემებით საზოგადოების შეშფოთებას ცდილობენ",-აღნიშნა 2030-ში გია მურღულიამ. როგორც ცნობილია, საზოგადოების წარმომადგენლებმა შეადგიენს პეტიცია, სადაც აღნიშნულია, რომ  სკოლებში ახალი სგანების - "მე და საზოგადოება" და "ჩემი საქართველო"  შემოღების მიზანი ბავშვებისთვის  ეროვნული ცნობიერების დაქვეითებაა. მათ პეტიციაც შეადგენეს და განათლების სამინისტროს მიმართეს.


დემოგრაფიული ფონდის ხელმძღვანელის, ზვიად ტომარაძის ინფორმაციით, შარშან ზაფხულში შეიტყვეს, რომ განათლების სამინისტრო სკოლაში ახალი საგნის შეტანას აპირებდა, რის შემდეგაც, პროცესში საპატრიარქოსთან ერთად ჩაერთნენ. 


„ჩვენთან კონსულტაციების შემდეგ, სტანდარტი დაივარცხნა და გაკეთილშობილდა. სახელმძღვანელოდან ამოღებულია ტერმინები - სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა და ა.შ. იყო დეტალები, რომელიც ჩვენ შვილებს ფსიქიკას დაუმახინჯებდა. საგანზე არანაირი კვლევა არ ჩატარებულა. მიმაჩნია, რომ მისი სწავლების საჭიროება არ არსებობს. ვერ გეტყვით, ამჟამად რა ხდება. პეტიციას ხელი ნოემბერში მოვაწერე, პრესაში კი, ახლა გამოჩნდა",  - აცხადებს ტომარაძე.


განათლების სამინისტრო კი აცხადებს, რომ პეტიციის ავტორები ცდილობენ,  საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016