მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე მიიჩნევს, რომ მედიაში დრო ისეთ თემებს აქვს დათმობილი, რას ქართველი მოსახლეობის განვითარებაზე ცუდად აისახება:
„ხალხი მკაცრად უნდა დადგეს თავის პოზიციაზე, თორემ ყველა დაგვაჯდა თავზე. მთელი დღის განმავლობაში ტელევიზიით, წამყვან შოუებში აჩვენებენ: ტრანსვისტიტებს, გეებს, ლესბოსელებს, მეძავებს... თემა არ გაქვთ, თქვე გაუნათლებელო ხალხო!?
ერთი შემეცნებითი გადაცემა გააკეთეთ თქვე უწიგნურო პროდუსერებო... ერთი ნორმალური თემა ვერ მოგიფიქრებიათ, როცა ამდენი საინტერესო და დამსახურებული ადამიანი ცხოვრობს საქართველოში.
რაღაცა მაინც ისწავლეთ. რა ჯიშის ხალხი ხართ, ან საქართველოში საიდან მოხვდით საერთოდ!...
თან ცხვირაწეულები დადიან, თითქოს "დისქავერის" თანამშრომლები იყვნენ და უსერიოზულეს თემებზე მუშაობდნენ. თქვენ რომ რეიტინგებს ადგენთ, თქვენთვის შეინახეთ. თქვენი ნამდვილი რეიტინგი არის მაქსიმუმ -1%"- აღნიშნავს ნიჟარაძე.