reportiori.ge - ნიკოლოზ მჟავანაძე: ივანიშვილის წყალობით შეკვეთილში ხდება საოცრება და ნაცები ამის გამო ლამისაა გაგიჟდნენ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:10
საზოგადოება
ნიკოლოზ მჟავანაძე: ივანიშვილის წყალობით შეკვეთილში ხდება საოცრება და ნაცები ამის გამო ლამისაა გაგიჟდნენ!
ავტორი:
11 თებერვალი, 2016. 11:24

„უფლებადამცველთა გაერთიანების'' თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ციხისძირიდან შეკვეთილში სამი მრავალწლიანი ხის გადარგვასთან დაკავშირებულ ხმაურზე განცხადებას აკეთებს. მჟავანაძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა", რომელმაც 9 წლის მანძილზე ათასობით ჰექტარი  რეკრეაციული ზონა  გაანადგურა, დღეს ისე წარმოაჩენს სიტუაციას, თითქოს ბუნების დამცველები იყვნენ.


„ხალხი, რომელმაც საქართველოს ეკოსისტემა გაანადგურა, სამი ხის გადარგვაზე აჟიოტაჟს ტეხს. პარკის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა შეკვეთილში ამიერკავკასიაში პირველი უნიკალური 10 000-კაციანი მოძრავი საკონცერტო დარბაზი ააშენა, რომლის ანალოგი პოსტსაბჭოურ სივრცეშიც არაა. იმის მაგივრად, გახარებული იყვნენ, გაუგებარ პანიკას თესავენ. თუკი ნაციონალებს და მათ სატელიტებს აღნიშნული შეფასება გადამეტებულად ეჩვენებათ, შეუძლიათ, თავიანთ ბელადს  მიხეილ სააკაშვილს მოუსმინონ, 2010 წელს სწორედ ამგვარი შეფასება მისცა მან  მშენებარე საკონცერტო დარბაზს. პროექტის დასრულების შემდეგ ასეულობით ადგილობრივი დასაქმდება და შეკვეთილი  მსოფლიო დონის გასართობ და დასასვენებელ ცენტრად იქცევა. გასაგებია, ნაცმედიას და "ნაცმოძრაობას" აღიზიანებს ქვეყნის განვითარება, მაგრამ საზოგადოების და მედიის წარმომადგენლებიც იმავე სცენარით რატომ მოქმედებენ, გაუგებარია. ივანიშვილის წყალობით შეკვეთილში ხდება საოცრება და ნაცები ამის გამო ლამისაა გაგიჟდნენ", - განაცხადა მჟავანაძემ.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016