არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული მოძრაობის" წევრი ელენე ლორთქიფანიძე ExpressNews-ის დამფუძნებლის ირაკლი მანაგაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს:
„ExpressNews-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ირაკლი მანაგაძე სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე, აქვეყნებს ცილისმწამებლურ პოსტს ჩემ მიმართ.
ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიაში წერია - "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით."
ხოლო საქართველოს კანონში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ ვკითხულობთ:
1. კანონით შეიძლება დაწესდეს სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, თუ ეს ეხება:
ა) ცილისწამებას;
ბ) უხამსობას;
გ) პირისპირ შეურაცხყოფას "
მოვითხოვ ირაკლი მანაგაძემ განმარტოს ჩემი განცხადების კონკრეტულად რომელ ნაწილში ჩანს ფაშიზმისკენ მიდრეკილება და ფაქტებით დაადასტუროს თავისი განცხადების შინაარსის სისწორე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვალდებულია მომიხადოს ბოდიში, რადგან მან შელახა ჩემი, როგორც სამოქალაქო სექტორის აქტიური წევრის უფლებები", - წერს ელენე ლორთქიფანიძე.