11 თებერვალს, ხუთშაბათს, 19:00 ზე, NightOffice-ში გაიმართება ცნობილი ქართველი მუსიკოსების კონცერტი 1 წლის გიორგი ჩარქსელიანის დასახმარებლად.
კონცერტში მონაწილეობას იღებენ - Young Georgian Lolitaz (ჯგუფი, რომელიც წელს ევროვიზიაზე წარადგენს საქართველოს), რეზო კიკნაძე ბენდთან ერთად, „დაგდაგანი", The Mins, „თერიკა", Kazzy Jazz და სხვები.
კონცერტის მხარდამჭერია კლუბი NightOffice.
გიორგი ჩარქსელიანს იაშვილის სახელობის კლინიკაში დაუდგინეს თავის ტვინის ინფრატენტორური ნაწილის გაურკვეველი ხასიათის სიმსივნე და ობსტრუქციული ჰიდროცეფალია.
გიორგის სასწრაფოდ ესაჭიროება სიმსივნის ამოკვეთის ოპერაცია თურქეთში ან გერმანიაში, ოპერაციისთვის საჭიროა 35 000 დოლარი.
გიორგის დახმარება ასევე შესაძლებელია wehelp.ge-ზე პროექტების განყოფილებაში (http://wehelp.ge/view/content.php?id=139) ივენთის ლინკი -https://www.facebook.com/events/1073891735965806/
საკონტაქტო პირი: ნინო იმერლიშვილი; ტელ: 551 11 51 03