„იმდენი დაუნი მყავს გაგზავნილი ევროპასა და რუსეთში სამკურნალოდ, ვერ წარმოიდგენთ და ესენი რას მაბრალებენ?" - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგი თოფაძე საუბრობს და აქვე აცხადებს, რომ „დებილი" და „დაუნი" მხოლოდ ლაპარაკში აერია. თოფაძე გიორგი მარგველაშვილისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს და აქვე პრეზიდენტს მოუწოდებს, საზოგადოებას ბოდიში მოუხადოს.
„დებილი" და „დაუნი" მხოლოდ ლაპარაკში ამერია. ისე კი, ისტორიას არ ახსოვს, რომ პრეზიდენტი თავის ხალხს „დებილს" უწოდებდეს. თუ მე ბავშვებსა და ავადმყოფებს გული ვატკინე, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ მარგველაშვილმა ბოდიში მოიხადოს, მთელი ქართველი ხალხი „დებილად" რომ გამოაცხადა! მარგველაშვილთან საბოდიშო არაფერი მაქვს! საინტერესოა, „დაუნის" მაგივრად „დებილი" რომ მეხსენებინა, მაშინ რა ექნებოდათ სალაპარაკო?" - განაცხადა თოფაძემ.
წყარო: ასავალ-დასავალი