reportiori.ge - იმედა დვალიძე: სოსო დოლიძეს და კომპანიას ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ სასამართლოში მოვუგებთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024. 23:25
სამართალი
იმედა დვალიძე: სოსო დოლიძეს და კომპანიას ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ სასამართლოში მოვუგებთ
ავტორი:
11 თებერვალი, 2016. 13:44


თბილისის  საქალაქო სასამართლოში 3 თებერვალს ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ბენეფიციარული კომპანიების ,,პრომეტკო ჯორჯიასა'' და ,,ჯეესკოს'' სარჩელის განხილვა დასრულდა.


მოსამართლის საბოლოო განჩინების თანახმად, კომპანიების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - ფოთის საზღვაო ნავსადგურს კომპანია ,,ჯეესკოს'' მიმართ ზარალის ანაზღაურებისათვის 27 850 000 და ,,პრომეტკოჯორჯიას'' მიმართ კი - 21 600 000 ანუ 49 მილიონ  ლარზე მეტის გადახდა დაეკისრა.


ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი იმედა დვალიძე აღნიშნავს, რომ ნაწილობრივ დაკმაყოფილება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მოწინააღმდეგე მხარე თუნდაც ნაწილობრივ გამართლდა - საქმე ისაა, რომ სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარის უკანონო ქმედება და შედეგად მოსარჩელე კომპანიებისთვის ზიანის მიყენების ფაქტი დაადასტურა, თუმცა, მიყენებული ზიანის ოდენობა მითითებული ოდენობით განსაზღვრა.


სოსო დოლიძე და მისი მოკავშირეები, წაგების მიუხედავად, იხტიბარს არ იტეხენ და   საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად   ინფორმაცია  გაავრცელეს, თითქოს საქმის განხილვა მათ სასარგებლოდ დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ კომპანია "ტრანსფორდს" არ დააკისრა "ჯეესკოსა" და "პრომეტკო ჯორჯიასთვის" მიყენებული ზიანის ანაზღაურება,  გადაწყვეტილებას მაინც გავასაჩივრებთ - აცხადებენ სოსო დოლიძის წარმომადგენლები.

 

საკითხავია, რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ ნავსადგურმა ან ძველმა ოპერატორმა დაკისრებული და გადახდილი თანხა შეიძლება მას მოსთხოვოს, რადგან ვანო ჩხარტიშვილის კომპანიებისთვის   საიჯარო უფლების უკანონოდ წართმევით სწორედ სააკაშვილთან დაახლოებული სოსო დოლიძე იყო დაინტერესებული და ამ დანაშაულებრივი სქემით მისმა  კომპანიამ იხეირა?" - აღნიშნა იმედა დვალიძემ.


ადვოკატის აზრით, გაყალბებული დოკუმენტი, რაც საფუძვლად დაედო ჩხარტიშვილის კომპანიებისთვის იჯარის სოსო დოლიძის კომპანიის სასარგებლოდ უკანონოდ ჩამორთმევას, დოლიძის აქილევსის ქუსლია. ამიტომაც აწარმოებდნენ ისინი მოსამართლის დაუფარავ და უსაფუძვლო დისკრედიტაციას რათა, დაშანტაჟებით მიეღწიათ მათთვის სასურველი გადაწყვეტილების მიღებისთვის. დამარცხებით გამწარებულები კი ამჯერად ბიზნემენ ვანო ჩხარტიშვილის რეპუტაციის შელახვით იოხებენ გულს. სხვა რას უნდა ნიშნავდეს, რომ წაგების თემის გადასაფარად ე.წ. საბჭოთა ანაბრის მკვდარ თემას აცოცხლებენ. არანაკლებ აცდენილია  რეალობას მეორე დეზინფორმაცია, ჩხარტიშვილს ლონდონის სასამართლომ ეს კომპანიები ჩამოართვა და დავის უფლება არ აქვსო. არადა, ლონდონში ჯერ მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლო გაიმართა, ეს დავა ზემდგომ ინსტანციაში უსათუოდ გაგრძელდება და დიდი ალბათობით წლები დასჭირდება.  და საერთოდ, რა მიმართება აქვთ ამ საქმეებს ფოთის ნავსადგურსა და „ტრასფორდთან" დავასთან, სრულიად გაუგებარია.



გვინდა გავაფრთხილოთ ბატონი სოსო და ვანო ჩხარტიშვილის გამიზნული დისკრედიტაციის კამპანიაში მონაწილე სუბიექტები, თქვენს მიერ დაგეგმილი „სპეცოპერაცია", რომელიც ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის რეპუტაციის შელახვას ისახავს მიზნად, პასუხგაუცემელი არ დარჩება. თქვენ ცდილობთ სასამართლო მოედნიდან დავის სხვა სიბრტყეში გადატანას და სიყალბის, კომპანიების საიჯარო უფლებების უკანონოდ მითვისების საკითხის სხვა თემებით გადაფარვას, რაშიც ნამდვილად არ დაგეხმარებით. მაგრამ გარწმუნებთ, თუ ამ  გზით სვლას გააგრძელებთ, მიიღებთ ძალზედ მკაფიო და მტკივნეულ პასუხს. საქართველოში არაფერი იმალება და არც  სოსო დოლიძის ნამოღვაწარის გამომზეურება იქნება სირთულე.

 

ჩვენ მოვუგეთ სოსო დოლიძეს და კომპანიას და ვაცხადებთ, რომ ამ საქმეს ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ სასამართლოში მოვიგებთ, რადგან დადასტურებულია, რომ საქმეში არსებული მთავარი დოკუმენტი ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა გააყალბეს.  ჩვენი გამარჯვება კი პრეცედენტია სხვა დაზარალებული ბიზნესმენებისთვის, რათა მათაც სამართლიანობის აღდგენა სასამართლოს გზით დაიწყონ",- აცხადებს ადვოკატი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016