reportiori.ge - საგადასახადო შემოწმებას შემოსავლების სამსახური განახორციელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 15:14
პოლიტიკა
საგადასახადო შემოწმებას შემოსავლების სამსახური განახორციელებს
ავტორი:
11 თებერვალი, 2016. 13:56


ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ კანონში ცვლილების შემდეგ, საგადასახადო შემოწმებას საგამოძიებო სამსახური აღარ ჩაატარებს და ამას განახორციელებს მხოლოდ შემოსავლების სამსახური.


„იმპორტიორი, რომელიც ძირითად საშუალებებს იყენებს დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ოპერაციებში, ძირითადი საშუალების იმპორტისას დღგ-ს აღარ გადაიხდის. საუბარი შეეხება იმას, რომ თუკი საწარმოს შემოაქვს მანქანა-დანადგარები, ის საზღვარზე ამ მანქანა -დანადგარებზე აღარ გადაიხდის დღგ-ს და არათუ საზღვარზე, საერთოდ აღარ გადაიხდის.

 

დღეს შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, ყადაღა დაადოს სასამართლოს გარეშე. შემოსავლების სამსახური აუცილებლობის შემთხვევაში განახორციელებს აღნიშნულ ქმედებას, მაგრამ 48 საათში სასამართლოსგან მან უნდა მიიღოს თანხმობა. თუ ვერ მიიღებს თანხმობას, ყადაღა ჩაითვლება მოხსნილად.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური საგადასახადო შემოწმებებს აღარ ჩაატარებს. ამას ჩაატარებს მხოლოდ შემოსავლების სამსახური", - განაცხადა ხადურმა.



მოამზადა სალომე ჯანდიერმა 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016