reportiori.ge - ომარ ნიშნიანიძე: მყარად ავირჩიეთ პროდასავლური კურსი და არ ვაპირებთ გზიდან გადახვევას
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:15
პოლიტიკა
ომარ ნიშნიანიძე: მყარად ავირჩიეთ პროდასავლური კურსი და არ ვაპირებთ გზიდან გადახვევას
11 თებერვალი, 2016. 14:02


„მყარად ავირჩიეთ პროდასავლური კურსი და არ ვაპირებთ გზიდან გადახვევას", - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე აშშ-ის დაზვერვის სამსახურის განცხადებას, საქართველოში რუსული პროპაგანდის გააქტიურებასთან დაკავშირებით. როგორც ნიშნიანიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, წინასაარჩევნოდ შესაძლოა, რუსული პროპაგანდა შედარებით გააქტიურდეს, მაგრამ, მისი თქმით, ამაში საგანგაშო არაფერია.

 

„ბუნებრივია, ჩვენი ისეთი გეოსტრატეგიული მდებარეობა გვაქვს, რომ ყველა ცდილობს, ჩვენთან გააქტიურდეს. ამიტომ, არ გამიკვირდება, თუ წინასაარჩევნოდ პრორუსული პროპაგანდა ცოტა ოდნავ მაინც გააქტიურდება. მაგრამ, დღესდღეობით არ მგონია, რომ საგანგაშო ვითარება იყოს ამ კუთხით. ჩვენ მყარად ავირჩიეთ პროდასავლური კურსი და არ ვაპირებთ გზიდან გადახვევას. თუ ჩვენი ოპონენტები ტეხენ ამაზე ამბავს, ეს ცრუ განგაშია. ჩვენ მყარად ვდგავართ პროდასავლურ კურსზე და ვერავითარი, რუსული, ირანული, თურქული თუ სხვა ქვეყნის აგიტაცია ამას ვერ შეცვლის", - განაცხადა ნიშნიანიძემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016