reportiori.ge - პეტრე მამრაძე: საქართველოსადმი დასავლეთისგან ყურადღება არასაკმარისია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:03
პოლიტიკა
პეტრე მამრაძე: საქართველოსადმი დასავლეთისგან ყურადღება არასაკმარისია
11 თებერვალი, 2016. 14:19


„საქართველოსადმი დასავლეთისგან ყურადღება და დახმარება არ არის საკმარისად დიდი", - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე საუბრობს და აქვე აცხადებს, რომ სწორედ ამის გამო მოუწია აშშ-ის დაზვერვის სამსახურის დირექტორს ჯეიმს კლაპერს იმ განცხადების გაკეთება, რომ საქართველოში პრორუსული პროპაგანდა გაიზარდა. აღნიშნული განცხადება მამრაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა და აქვე დასძინა, რომ დასავლეთმა საქართველოს მოსახლეობას იმედი გაუცრუა.


„ეს იყო საკმაოდ რბილი, დროული და საჭირო განცხადება. რისკები მაღალია. აქ საუბარი არაა, თუ რა განწყობაა მთავრობაში, საუბარია იმაზე, რომ დასავლეთისგან ყურადღება და დახმარება საქართველოსადმი არ არის საკმარისად დიდი, რომ დააბალანსოს ის წნეხი და დიდი გაწბილება, რაც საქართველოს მოსახლეობამ ნახა. სააკაშვილის დროიდან ინერციით მოდის შიში, რომ ვიღაცას შესაძლოა დაერქვას პრორუსული. მაგრამ, ქვეყანაში ასეთი განწყობები რეალურად არსებობს. როცა მაკედონია, უკიდურესად კორუმპირებული მთავრობის მქონე ქვეყანა, მიიწვიეს საბოლოოდ NATO-ში და სტოლტენბერგმა მიგვითითა, რომ ეს ჩვენთვის მაგალითი უნდა იყოს, ამან იმედგაცრუება გამოიწვია. დასავლეთის პოლიტოლოგებმა ეს ყველაფერი შეაფასეს, როგორც ცინიზმი და შეურაცხყოფა საქართველოსადმი. რა ვქნათ, დავაბრუნოთ ჩვენთან კორუფცია? იქაური მთავრობა საერთაშორისო მაფიასთან კონტაქტებშია მხილებული. ასე მოვიქცეთ ჩვენც? ამან დასავლეთის მიმართ მოსახლეობაში გაწბილება გამოიწვია. ამიტომ კლაპერის განცხადება დროული და სწორია", - განაცხადა მამრაძემ. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016