reportiori.ge - „სასამართლო განჩინების მიუხედავად, სტუდენტებს უმაღლესში არ იღებენ“ - ბრალდება მაია მიმინოშვილს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 03:51
საზოგადოება
„სასამართლო განჩინების მიუხედავად, სტუდენტებს უმაღლესში არ იღებენ“ - ბრალდება მაია მიმინოშვილს
11 თებერვალი, 2016. 15:11


„ჩვენ ვართ აბიტურიენტები, რომლებიც უნდა გავმხდარიყავით კონსერვატორიის სტუდენტები", - აცხადებს ნინო მაჭავარიანი და „რეპორტიორის" პრესკლუბში ჰყვება, თუ რატომ ვერ მოხვდნენ ის და მისი მეგობარი რუსუდან კვალიაშვილი კონსერვატორიაში. მაჭავარიანის თქმით, ტექნიკური ხარვეზის გამო, რომელიც გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დაუშვა, ის და რუსუდან კვალიაშვილი სტუდენტები ვერ გახდნენ.

 

„როდესაც რეგისტრაცია გავიარეთ, რაღაც შეცდომის გამო, აღმოჩნდა, რომ დაგვარეგისტრირეს სრულიად სხვა ფაკულტეტზე. ამის გამო შეგვექმნა პრობლემა და მიუხედავად იმისა, რომ ყველა გამოცდა ჩავაბარეთ, დავრჩით გარეთ.

 

დღეს, როდესაც სასამართლომ განაჩენი ჩვენ სასიკეთოდ გამოიტანა, „გამოცდების ეროვნულ ცენტრს" სასამართლო განჩინების აღსრულებაც არ სურს და აქეთ გვადანაშაულებენ, რომ მოსამართლე იყო მიკერძოებული. ეს სრული აბსურდია. არაფერს ვითხოვთ უკანონოს. გვინდა, დავიცვათ ჩვენი უფლებები და ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ", - განაცხადა ნინო მაჭავარიანმა.


აღნიშნულ ვითარებაზე საუბრობს აბიტურიენტების ადვოკატი ირმა მახათაძე და აცხადებს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება აბიტურიენტების სასარგებლოდ გამოიტანა, თუმცა გამოცდების ეროვნული ცენტრი მინიჭებულ საჯარო უფლებამოსილებას კანონსაწინააღმდეგოდ იყენებს და სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებაში არ მოჰყავს.

 

„სასამართლომ მიიღო სწორი, ობიექტური და კანონიერი გადაწყვეტილება. შეფასებისა და ეროვნული გამოცდების ცენტრს დაევალა, რომ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი რანჟირების დოკუმენტში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით.

 

დავა მიმდინარეობდა იმაზე, რომ გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოა, მინიჭებული საჯარო უფლებამოსილება კანონსაწინააღმდეგოდ განახორციელა. ამიტომ ვითხოვდით ჩვენ რანჟირების დოკუმენტში ცვლილების შეტანას. სარჩელი იყო დასაბუთებული. სასამართლოც იყო მოწოდების სიმაღლეზე და ნამდილად განხორციელდა ეფექტური მართლმსაჯულება. გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ვერ დაამტკიცა თავისი მოქმედების სისწორე და შესაბამისად დადგა ის შედეგი, რაც უნდა დამდგარიყო.

 

დღეს გამოცდების ეროვნული ცენტრი არ ახდენს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას. ისინი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებისკენ ისწრაფვიან თავისივე ნებით. ამ შემთხვევაში, ადგილი აქვს ადმინისტრაციული ორგანოს თვითნებობას. თუკი სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებელი აღსრულება არ მოხდება, რუსუდან კვალიაშვილი და ნინო მაჭავარიანი დაზარალდებიან. ისინი ვერ დაეწევიან საგანმანათლებლო პროგრამას და ვერ დააგროვებენ კრედიტებს. თუ ასე მოხდება, მათ წარმოეშვებათ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება გამოცდების ეროვნული ცენტრის მიმართ.

 

 

გამოცდების ეროვნულ ცენტრს მოვუწოდებ, რომ მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება", - განაცხადა ირმა მახათაძემ. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016