reportiori.ge - მერიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:13
საზოგადოება
მერიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს
ავტორი:
11 თებერვალი, 2016. 15:19


თბილისის მერიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ:



„თბილისის მერიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახური ცალკეული ჯგუფების მხრიდან თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. კერძოდ, საქმე ეხება საინფორმაციო, ფოტო და ვიდეო მომსახურების გაწევის შესახებ გამგეობებსა და  საინფორმაციო სააგენტოებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებს.

 

 

გვინდა, განვაცხადოთ, რომ მსგავსი მომსახურების შეძენა საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის მუშაობის შემადგენელი ნაწილია და საზოგადოების ინფორმირებას ემსახურება. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ წლის განმავლობაში გამგეობების მიერ არაერთი პროექტი ხორციელდება, რომლის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება საჭიროდ მიგვაჩნია.

 

 

აღსანიშნავია, რომ გამგეობებში არ არსებობს ოპერატორის შტატი,  ასევე, მათ არ გააჩნიათ საკუთარი აპარატურა. შესაბამისად, ისინი ზემოხსენებულ მომსახურებას საინფორმაციო სააგენტოების საშუალებით იღებენ. გამგეობების მიერ აღნიშნული სერვისის გამოყენება გაცილებით ნაკლებ ფინანსურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული.

 

 

მსგავსი  განცხადებები მიზანმიმართულად  ვრცელდება საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად", - ნათქვამია განცხადებაში. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016