reportiori.ge - ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, კოტე გოგელიამ „მაესტრო“ მიზანმიმართულად გააკოტრა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:15
საზოგადოება
ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, კოტე გოგელიამ „მაესტრო“ მიზანმიმართულად გააკოტრა
11 თებერვალი, 2016. 15:21


„სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის" დამფუძნებელი ლევან გოგიჩაიშვილი ტელეკომპანია „მაესტროს" გარშემო მიმდინარე პროცესებით ინტერესდება და „მაესტროს" დამფუძნებლებს, მეწილეებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს კითხვებით მიმართავს.


როგორც გოგიჩაიშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მას აინტერესებს, თუ რატომ მოხდა ტელეკომპანიიდან საზოგადოებაში მაღალი ნდობის მქონე ჟურნალისტების გაშვება.


„ძალიან მნიშვნელოვანია, დაისვას კითხვები, რომლებზეც მაკა ასათიანს და კოტე გოგელიას პასუხი არ გაუციათ. მე მაინტერესებს, რატომ მოხდა ტელეკომპანია „მაესტროდან" საზოგადოებაში მაღალი ნდობის მქონე ჟურნალისტების თეონა გეგელიას, ვახო სანაიას, დიანა ტრაპაიძის და ნინო ჟიჟილაშვილის გაშვება? ასევე საინტერესოა, თუ რატომ გაუქმდა „სტუდია მონიტორის" კონტრაქტი „მაესტროსთან" და რატომ მიიყვანეს ტელეკომპანიაში თაღლითი გიორგი ისაკაძე.

 

მე ასევე მაინტერესებს მამუკა ღლონტისგან, თუ რატომ არ წარმოადგინა მან ის ფინანსური დოკუმენტი, რომლითაც დამტკიცდებოდა მის მიერ გია გაჩეჩილაძის წილის ყიდვა, რომელზეც დღეს ღლონტი აცხადებს პრეტენზიას", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.


ლევან გოგიჩაიშვილი ინტერესდება ასევე იმით, თუ რატომ უჭერენ მხარს არასამთავრობო სექტორი და ჟურნალისტები რუსული ფულის მქონე კოტე გოგელიას, რომელმაც მაღალი ნდობის მქონე ჟურნალისტები ტელეკომპანიიდან გაუშვა.


„სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის" დამფუძნებელი ვარაუდობს, რომ მიმდინარე პროცესები შესაძლოა უკავშირდებოდეს ტელეკომპანია „მაესტროს" მიერ დაგროვილი ვალების გადახდისგან თავის არიდებას, „მაესტროს" ხელოვნურად გაკოტრებას და სანაცვლოდ ახალი „მაესტრო24"-ის ამოქმედებას.

 

„ეს ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ ტელეკომპანია „მაესტრო" გახდა გადახდისუუნარო. ამის შემდეგ „მაესტროს" გენერალური დირექტორის სახელით შედის სასამართლოში განცხადება, რომ ტელეკომპანია „მაესტრო" კოტრდება.

 

ძველი „მაესტროს" გაკოტრება და ახალი სახელით, იმავე პირების მიერ სხვა ტელევიზიის ამოქმედება - ეს არის სქემა, როგორსაც ხშირად ახორციელებენ რუსეთის ფედერაციაში, სადაც კანონი არ კანონობს. ეს, ჩემი აზრით, დანაშაულის ნიშნებს შეიცავს", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016