reportiori.ge - გიგლა აგულაშვილი ასწლოვანი ხეების მოჭრასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:05
საზოგადოება
გიგლა აგულაშვილი ასწლოვანი ხეების მოჭრასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს
ავტორი:
11 თებერვალი, 2016. 15:23


მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ციხისძირში ასწლოვანი ხეების გადატანასთან დაკავშირებით არსებულ პროტესტს გამოეხმაურა. აგულაშვილმა განაცხადა, რომ ციხისძირში ერთი ასწლოვანი ხე მოიჭრა და ვინც ეს განახორციელა, დაჯარიმდა.


„ბუნებრივია, ამ შემთხვევაში სათანადო ცოდნა-უნარებია საჭირო იმისთვის, რომ ეს პროექტები წარმატებით განხორციელდეს. ნებისმიერ გადარგვას, რა თქმა უნდა, რისკები ახლავს. შეიძლება გახმეს, შეიძლება არ გახმეს, მიუხედავად იმისა, ეს მცენარე იქნება დიდი თუ პატარა.

 

მე მგონია, რომ ზოგადად აქ ერთგვარი მცდელობაა, ატყდეს ქარიშხალი ჭიქაში და პოლიტიკური დივიდენდები დაიწერონ ცალკეულმა პოლიტიკურმა ძალებმა. ეს მცენარეები, რომელზეც არის საუბარი, არც ერთი არ არის ენდემური, არც ერთი არ არის „წითელი ნუსხის" მცენარე. ერთი არის ჭაობის კვიპარისი და ასევე არის ხე ტიტა. თუ კითხვები ისმება იმასთან დაკავშირებით, რომ არის თუ არა სათანადო ცოდნა გადატანისათვის და იმისთვის, რომ არ გახმეს, მზად ვარ, ამ დისკუსიაში ვისაუბრო სპეციალისტების თანდასწრებით. ხოლო თუ იმაზეა საუბარი, რომ ხე არ უნდა იქნას გადატანილი საერთოდ, ეს სწორი პოზიცია არ არის.

 

გადატანისა და მოვლის ღონისძიებები ასევე არის გათვლილი და გაწერილი. ჩვენ ვართ ჩართული აქ იმ კონტექსტში, რომ თუ იქ მოხდა რაიმე კანონდარღვევა, ამაზე ვრეაგირებთ. დიახ, იქ მოიჭრა ერთი ხე და ამ ხის მოჭრისთვის საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით გათვალისწინებული ზომები მიღებულ იქნა და დაჯარიმდა ის სუბიექტი, ვინც ეს განახორციელა", -განაცხადა აგულაშვილმა.



მოამზადა სალომე ჯანდიერმა 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016