reportiori.ge - ლაშა ხუციშვილი: საქართველოში ხორციელდება საგადასახადო რეფორმა, უნდა დაჩქარდეს ეკონომიკური ზრდის ტემპი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024. 23:08
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი: საქართველოში ხორციელდება საგადასახადო რეფორმა, უნდა დაჩქარდეს ეკონომიკური ზრდის ტემპი
ავტორი:
11 თებერვალი, 2016. 19:47




ფინანსთა მინისტრის მოადგილის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საქართველოში მნიშვნელოვანი საგადასახო რეფორმა მიმდინარეობს, რომელიც ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს.


მინისტრის მოადგილის თქმით, საგადასახადი რეფორმა როგორც საგადასახადო პოლიტიკის მიმართულებას, ასევე ადმინისტრირების მიმართულებასაც მოიცავს.


საქართველოში ხორციელდება მნიშნელოვანი საგადასახადო რეფორმა, რომელიც მოიცავს როგორც საგადასახადო პოლიტიკის მიმართულებას, ასევე საგადასახდო ადმინისტრირების მიმართულებას.

პირველ რიგში, უნდა აღნიშნოთ მოგების გადასახადის რეფორმა, კერძოდ, ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანიები, რომლებიც დივიდენტად გაანაწილებენ მოგებას, მხოლოდ ამ შემთხვევაში დაიბეგრებიან მოგების გადასახადით და ყველა სხვა შემთხვევაში, განთავისუფლდებიან მოგების გადასახადიდან. მათ შორის, რეინვესტირების შემთხვევაში.

აღნიშნული რეფორმის შედეგად, ველოდებით, რომ უნდა გაიზარდოს და დაჩქარდეს ეკონომიკური ზრდის ტემპი. ამასთან, დადებითად იმოქმედებს რეფორმა ბიზნესზე, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესზე ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით. მნიშვნელოვანია ასევე, რომ გაუმჯობესდება საინვესტიციო გარემო და რეფორმას პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდაც მოყვება. ყველა ეს კომპონენტი ხელს შეუწყობს დასაქმების ზრდას ქვეყანაში", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ საზოგადოებრივ მაუწყებელზე  გადაცემა „მოამბეში" პირდაპირი ჩართვისას.

რაც შეეხება საწარმოებისთვის დავალიანების ჩამოწერას, მინისტრის მოადგილის თქმით, ის იმ კომპანიებს შეეხება, რომლებსაც დავალიანება 2011 წლამდე უფიქსირდებათ და მას შემდეგ აქტივობები არ ჰქონიათ.


საგადასახადო დავის პერიოდში, საგადასახადო ორგანოს საბანკო ყადაღის დადება შეეძლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. გარდა ამისა, საგადასახადო შემოწმებას განახორციელებს მხოლოდ საგადასახდო ორგანო. გარდა ამისა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ კომპანიებს, რომლებსაც აქტივობა არ უფიქსირდებათ 2011 წლის შემდეგ და აქვთ დავალიანება, ჩამოეწერებათ ძირითადი თანხის ნაწილში, ხოლო ჯარიმა და საურავის ნაწილში 2013 წლამდე წარმოქმნილი დავალიანებების. ეს შეეხება 100 ათასამდე ფიზიკურ და იურიდიულ პირს, ჯამში 2 მილიარდ ლარამდე დავალიანებას", - აღნიშნა ხუციშვილმა.


მისი თქმით, მოგების გადასახადის რეფორმა ასევე ითვალისწინებს ორი წლის განმავლობაში საგადასახადო შემოსავლების შემცირებას ითვალისწინებს, თუმცა გრძელვადიან პირობებში ეს თანხები სრულად ანაზღაურდება.     



მოზადა თეონა რამაზაშვილმა




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016