reportiori.ge - გიორგი აბაშიშვილი: კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის საბჭოს ღირსეული წევრი იქნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:12
პოლიტიკა
გიორგი აბაშიშვილი: კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის საბჭოს ღირსეული წევრი იქნება
ავტორი:
11 თებერვალი, 2016. 21:54



საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ დასახელებულ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატ კობა გვენეტაძესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.


„კობა გვენეტაძე არის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი. წლების განმავლობაში მუშაობდა და დღემდე მუშაობს საერთაშორისო სავალუტო ფონდშიმას საფინანსო სექტორში და ეკონომიკის მიმართულებით აქვს მრავალფეროვანი და მრავალწლიანი გამოცდილება.

 

ის არის იმ კვალიფიკაციის ადამიანი, რა მოთხოვნებიც სწორედ ექსპერტთა ჩართულობით გამჭვირვალე პროცესის შედეგად დადგენდა. შესაბამისად, იგი აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს. ჩემი აზრით, ბატონი კობა იქნება ეროვნული ბანკის საბჭოს ძალიან ძლიერი და ღირსეული წევრი" ,- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.


მისი განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს გიორგი ქადაგიძეს მიმდინარე წლის 25 თებერვალს უფლებამოსილების ვადა ეწურება. მნიშვნელოვანია, რომ საბჭოს ახალი წევრი უფლებამოსილების განხორციელებას დროულად შეუდგეს და ამიტომ საქართველოს პრეზიდენტმა კანდიდატი სწორედ დღეს დაასახელა. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებული პროცედურები უკვე დაწყებულია.


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016