reportiori.ge - ზვიად ტომარაძე: თამარ სანიკიძის 3 ტყუილი...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:58
საზოგადოება
ზვიად ტომარაძე: თამარ სანიკიძის 3 ტყუილი...
ავტორი:
11 თებერვალი, 2016. 22:30



„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის დირექტორი  ზვიად ტომარაძე საქართველოს განათლების მინისტრს თამარ სანიკიძეს სიცრუეში ადანაშაულებს და ამის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:



„თამარ სანიკიძის 3 ტყუილი გუშინ GDS-ზე გამოსვლისას:

 

1. თამარ სანიკიძე: "განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე ეს წიგნები არასოდეს არ ყოფილა განთავსებული, საერთო საგანმანათლებლო სივრცესთან, მითუმეტეს სასკოლო სავალდებულო, ან სარეკომენდაციო ლიტერატურასთან საერთო ამას არასოდეს არ ჰქონია."

 

წიგნები „კომპასი" და „კომპასიტო", სადაც პირდაპირ არის საუბრები ჰომოსექსუალიზმზე, 2015 წელს განთავსებული იყო განათლების სამინისტროს დაქვემდებარებულ სიპ-ის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საიტზე (www.naec.ge), როგორც პედაგოგებისათვის საგამოცდოთ (სამოქალქო განათლებისთვის) სარეკომენდაციო ლიტერატურა. ეს ტექსტი აღმოჩენილ იქნა სასულიერო პირების მიერ და აღმოჩენის შემდეგე ტექსტები საიტიდან მალევე აიღეს. მასალის მტკიცებულება გუშინ ტელევიზია იბერიის ეთერში -ნმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ წარმოადგინა.

 

2. თამარ სანიკიძე: "ერთადერთი მინდა გითხრათ, რომ სამწუხაროდ მათი ჩართულობისგან ამ საგნის შემუშავებაში ვერაფერი საკეთილდღეო და შესასწორებელი ვერ შემოგვთავაზეს."

 

საგნის "მე და საზოგადოება" სტანდარტის თავდაპირველი ვარიანტი იმდენად უაზრო, ცუდად ნათარგმნი და აბდაუბდა ტექსტებისგან შედგებოდა, რომ -ნი ლევან ვასაძის, ჩემს და -ნი თინათინ ხორბალაძის მიერ დეტალურად გარჩევის შედეგად 60 გვერდი გადაიქცა 79 გვერდად. (ეს მასალა შემიძლია გადავცე ნებისმიერ საიტს გამოსაქვეყნებლად, შემოკლებული ვერსია იხილეთ: http://www.postalioni.com/.%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%A1%E.). ეს ყველაფერი გავაცანით და გადავეცით განათლების მინისტრს და მის მოადგილეს ლია გიგაურს ივნისში, სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ -ნი მარინა კაჭარავა, -ნი ზაზა ნიშნიანიძე და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. გარდა ამისა, საგნის სტანდარტის დახვეწაში მონაწილეობდნენ საპატრიარქოს წარმოდაგენლები: მეუფე იოანე (გამრეკელი) და მამა ანდრია (ჯაღმაიძე). სწორედ ჩვენი ერთობლივი შენიშვნების შედეგად სტანდარტში გათვალისწინებულ იქნა შენიშვნები.

 

3. შარშანდელი შეხვედრების დროს განათლების მინისტრი და მისი მოადგილე კატეგორიულად უარყოფდნენ საგანი საზღვარგარეთიდან დაკვეთას და ამბობდნენ რომ ეს საგანი მათ წიაღში წარმოიშვა. გუშინდელ გადაცემაში მინისტრმა საერთაშორისო ორგანიზაცია "თიმსი"კვლევა ახსენა და დასძინა რომ ამ კვლევების მიხედვით ჩავარდნა გვაქვს და ბოლო ადგილზე ვართ საერთაშორისო რეიტინგებში.

 

რითაც ფაქტიურად აღიარა რომ ეს საგანი არის დაკვეთა საზღვარგარეთიდან.

 

თუმცა ჩვენ სექტემბერში აღმოვაჩინეთ, რომ საგანიმე და საზოგადოება" სავარაუდოდ უნდა იყოს გაეროს და იუნესკოს საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილი, რომლის დანერგვაც ახლა აქტიურ ფაზაშია.

 

გლობალური სამოქალაქო განათლება (GCED) არის იუნესკოს საგანმანათლებლო პროგრამის (2014-2017) ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება და გაეროს აღმასრულებელი მდივნის გლობალური განათლების პირველი ინიციატივის (GEFI) სამიდან ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელიც არის 5 წლიანი პროგრამა და ამუშავდა 2012 წლის სექტემბერში.

 

კიდევ ერთი დეტალი: 19 აგვისტოს საპატრიარქოში მისულ თამარ სანიკიძემ პატრიარქს განუცხადა, რომ ეს საგანი განათლების სამინისტროს წიაღში დაიბადა და არ არის საზღვარგარეთიდან დაკვეთა. რაზეც პატრიარქმა უპასუხა: მით უარესი!"- აღნიშნავს ტომარაძე.

 



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016