reportiori.ge - გია გაჩეჩილაძე: ასე მგონია, ქვეყანას ეთერ გადაბაძე და ნიკოლოზ გვარამია მართავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:19
მედია
გია გაჩეჩილაძე: ასე მგონია, ქვეყანას ეთერ გადაბაძე და ნიკოლოზ გვარამია მართავს
ავტორი:
12 თებერვალი, 2016. 00:39


 

„მაესტროს" საკონტროლო პაკეტის მფლობელი გია გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ დღეს ტელეეთერებით ხელისუფლების და საზოგადოების შანტაჟი მიმდინარეობს.


„ასე მგონია, ქვეყანას ეთერ გადაბაძე და ნიკოლოზ გვარამია მართავს. მე და ჩემს ძმას არავითარი პოლიტიკური ინტერესი არ გვაქვს. ჩვენი ერთადერთი ინტერესი ისეთი ტელევიზიის გაკეთებაა, სადაც ტელეშანტაჟები არ იქნება, რითაც ყველა ტელემოშანტაჟე დამთავრდება." - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ გადაცემა 2030-ში საუბრისას.


 გადაცემაში სტუმრობისას გაჩეჩილაძემ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას წილი გაყიდული ჰქონდა.


„ღლონტი რომ იძახის, გია გაჩეჩილაძემ წილი გაყიდა და ფული აიღოო, დამანახონ ერთი კაცი, ვინც ფული მომცა. "სიტყვის თავისუფლების მწვერვალი" ჯანგირაშვილი რომ ამბობს კიდევ, ფული აიღოო, ამის დამადასტურებელი რაღაც დოკუმენტი ხომ უნდა ჰქონდეს?!  გავყიდე და არავინ არ გაიფორმა?! როდემდე შეიძლება ჟურნალისტიკა ჭორის დონეზე იყოს?! ღლონტმა თქვა, გაკოტრების პროცესში არ ვერეოდიო. არადა, მის ადვოკატს გაკოტრებაზე ხელი აქვს აწეული. ბაჩო კიკაბიძე რომ აცხადებს, სად იყო გაჩეჩილაძე "მაესტროში" რომ კიწმარიშვილი გადაძვრაო, ჰკითხეთ ერთი, პირველად ვის დაურეკა?! ვინ შეიფარა მაშინ "მაესტრო"?! იმ პერიოდში ტელევიზია რადიო "მაესტროდან" არ მაუწყებლობდა?! ეს დაუნახაობა და უმადურობაა." - აღნიშნა გაჩეჩილაძემ.


"19-ში "მაესტროს" გაკოტრების პროცესი იწყება. ტელევიზიის რეაბილიტაციის გეგმა მაქვს და ამ დროს, საჯარო რეესტრი ჩემს მიერ დანიშნულ დირექტორს არ არეგისტრირებს, ამას რა ქვია?! საკონტროლო პაკეტის მფლობელი რომ საკუთარ კომპანიაში დირექტორს ვერ ნიშნავს, ეს მთელი ქვეყნის პრობლემაა. ჟურნალისტებს მინდა ვკითხო - პროტესტს რატომ აწყობენ?! თუ ლევანი დირექტორი გახდა, მივა, ყველას დაელაპარაკება და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი მოგვარდება." - განაცხადა გაჩეჩილაძემ 2030-ში.


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016