reportiori.ge - ზვიად ტომარაძე: ახალი საგნის სკოლის პროგრამაში შეტანა გამოიწვევდა მოზარდი თაობის ფსიქიკის დეფორმაციას!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 14:23
საზოგადოება
ზვიად ტომარაძე: ახალი საგნის სკოლის პროგრამაში შეტანა გამოიწვევდა მოზარდი თაობის ფსიქიკის დეფორმაციას!
12 თებერვალი, 2016. 10:43


„ახალი საგნის სკოლის პროგრამაში შეტანა  გამოიწვევდა მოზარდი თაობის ფსიქიკის შეუქცევად დეფორმაციას", - ამ განცხადებას  დემოგრაფიული ფონდის ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე „რეპორტიორთან" საუბრისას აკეთებს. ტომარაძე ასევე ამბობს, რომ ამ საგნის სწავლების შედეგად მივიღებდით უსქესო, უეროვნებო, უოჯახო, უპრინციპო ახალ თაობას.


„მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო გეგმები დაიხვეწა, სტანდარტი გაკეთილშობილდა და გათვალისწინებულ იქნა ჩვენი და საპატრიარქოს შენიშვნები, მაინც ვერ ვხედავ ახალი საგნის დანერგვის ვერანაირ აუცილებლობას. ამ საგნის შემოტანა სკოლებში ისეთი საგნების ხარჯზე უნდა მოხდეს, როგორიცაა ქართული, მათემატიკა, ისტორია, ბუნება და ა.შ.

 

ამ პროცესში ჯერ კიდევ შარშან, ზაფხულში ჩავერთე. დეტალური გარჩევის შედეგად 36 გვერდის მოცულობა გაიზარდა 79 გვერდამდე. სტანდარტის მიხედვით (თავდაპირველი ვარიანტის მიხედვით), ასეთი ტიპის საგნის შეტანა სკოლებში გამოიწვევდა მოზარდი თაობის ფსიქიკის შეუქცევად დეფორმაციას. შედეგად მივიღებდით უსქესო, უეროვნებო, უოჯახო, უპრინციპო ახალ თაობას, თავდაპირველი ვერსია სწორედ ამ შედეგს მოგვიტანდა. განათლების მინისტრს ჯერ კიდევ ივნისის თვეში შევხვდით, შეხვედრას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და  თანამდებობის მქონე პირები ესწრებოდნენ, სადაც მათ აღნიშნეს, რომ საგანი მათი ინიციატივაა და მათ წიაღში დაიბადა. სინამდვილეში, როგორც ჩვენ აღმოვაჩინეთ,  საგანი „მე და საზოგადოება" არის გაერო-ს და იუნესკო-ს საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილი, რომლის დანერგვა ახლა აქტიურ ფაზაშია და მისი დასახელება არის „გლობალური სამოქალაქო განათლება". ეს არის იუნესკო-ს საგანმანათლებლო პროგრამის 2014-2017 წლების ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება.

 

განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ ჩვენი ჩართულობით ამ საგნის შემუშავებაში ვერაფერი საკეთილდღეო და შესასწორებელი ვერ შევთავაზეთ, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ხელთ მაქვს დოკუმენტაცია (როგორი იყო თავდაპირველი სტანდარტი და შეტანილი ცვლილებები როგორც საპატრიარქოს, ასევე ჩვენი შენიშვნების საფუძველზე), რომელიც ამტკიცებს, რომ ცვლილებები შეტანილ იქნა.

 

ამ საგნის სკოლებში სწავლებას არ ვემხრობი, რადგა ეს სხვა საგნების დროის შემცირების ხარჯზე უნდა მოხდეს. ვფიქრობ, ამ საგნის სასკოლო პროგრამაში შეტანა არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს", - განაცხადა ტომარაძემ. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016