reportiori.ge - აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებმაც დამოუკიდებლობა არ აღიარეს, სავიზო რეჟიმს აწესებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 16:08
კონფლიქტები
აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებმაც დამოუკიდებლობა არ აღიარეს, სავიზო რეჟიმს აწესებს
ავტორი:
12 თებერვალი, 2016. 11:05



აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის ე.წ. თავმჯდომარე ვალერი ბგანბამ რუსულ მედიას განუცხადა, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა 1 აპრილიდან იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებმაც ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა არ აღიარეს, სავიზო რეჟიმს აწესებს.


მისი თქმით, სავიზო რეჟიმის დაწესება იმიგრაციის კონტროლის გაძლიერების შესაძლებლობასაც იძლევა.



რუსეთის მოქალაქეები აქ ძირითადად დასვენების მიზნით ჩამოდიან, სხვა ქვეყნის მოქალაქეები კი აქ შეიძლება ჩამოვიდნენ, წლების განმავლობაში იმუშაონ და გადასახადები არ გადაიხადონ", - განაცხადა ვალერი ბგანბამ.



ამ დრომდე არსებული კანონით, აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში შესვლის უფლება რუსეთის და დსთ-ის ქვეყნების მოქალაქეებს აქვთ. ახალი კანონი კი ოკუპირებულ აფხაზეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩასვლას, დროებით დარჩენას, ცხოვრებას და დასაქმებას დაარეგულირებს.



ამ კანონის ერთ-ერთი პუნქტი 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება, მანამდე კი აფხაზეთის სახელმწიფო საზღვარზე სასაზღვრო-გამშვები პუნქტები თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვება", - განაცხადა ე.წ. რესპუბლიკის დე-ფაქტო პარლამენტის სპიკერმა.




ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობა რუსეთმა და ნიკარაგუამ 2008 წელს აღიარეს. 2009 წლის შემდეგ კი აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა ვენესუელამ, ნაურუმ, ტუვალუმ და ვანუატუმ. თუმცა, ვანუატუმ რამდენიმე წლის წინ აღიარება უკან წაიღო.




 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016