ტელეკომპანია „მაესტროს" გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ საჯარო რეესტრში მხარედ დარეგისტრირების შესახებ განცხადება შეიტანა.
„მათ დამატებით შეაქვთ საჩივრები და განცხადებები. ცალკე რომ არ განიხილონ ისინი ჩემს გარეშე, სწორედ ამიტომ ვითხოვ, ამ საქმეში ვიყო მხარე. საჯარო რეესტრმა ლევან გაჩეჩილაძეს უთხრა, რომ იმიტომ არ არეგისტრირებს, რომ მას აქვს ხარვეზი და ვიდრე ჩემი საჩივარი არ იქნება განხილული და სასამართლო პროცესი არ დასრულდება, მანამდე ვერ დაარეგისტრირებს დირექტორად. მე, ჩემი დღევანდელი განცხადების დაკმაყოფილების საფუძველზე, საშუალება მექნება, პასუხი გავცე იმ შემთხვევაში, თუკი ისინი რაიმე განცხადებას ან საჩივარს გამოაქვეყნებენ და მექნება საშუალება, საქმესთან დაკავშირებით ყველაფრის საქმის კურსში ვიყო", - განაცხადა ბაია გადაბაძემ.
მოამზადა სალომე ჯანდიერმა