reportiori.ge - ბინალი ილდირიმი: წლის ბოლოს კავკასიაზე გაივლის მატარებელი, რომელიც გააცოცხლებს აბრეშუმის გზას!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:53
პოლიტიკა
ბინალი ილდირიმი: წლის ბოლოს კავკასიაზე გაივლის მატარებელი, რომელიც გააცოცხლებს აბრეშუმის გზას!
ავტორი:
12 თებერვალი, 2016. 13:11


თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრმა ბინალი ილდირიმმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ეს არის ოცნება და ყველაფერს აკეთებენ, რომ სამუშაოები წლის ბოლომდე დაასრულონ.



ჩვენ აქ ჩამოვედით ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალთან დაკავშირებით, რომ განვიხილოთ, რა სტადიაზეა მშენებლობა. როგორ შეიძლება, რომ უფრო სწრაფად და ეფექტურად დასრულდეს ის. ასევე დასრულდეს არსებითი სამუშაოები. ვინაიდან საქართველოში ვარ, შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ასევე შევხვდი ჩემს კოლეგას. პრემიერთან ძალიან სასარგებლო და საინტერესო შეხვედრა მქონდა. ჩვენ განვიხილეთ ბევრი საკითხი ორმხრივი ურთიერთობებისა. აღვნიშნეთ, რომ საქართველოს და თურქეთს შორის არაჩვეულებრივი ურთიერთობებია, თუმცა, შეგვიძლია, მეტი გავაკეთოთ. აპრილის დასაწყისში დაგეგმილია სტრატეგიული საბჭოს შეხვედრა, სადაც პრემიერი მიიღებს მონაწილეობას და ხელი მოეწერება ბევრ საინტერესო ხელშეკრულებას. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, უნდა აღვნიშნო, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ეს არის ოცნება და მნიშვნელოვანი ყველასთვის. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სამუშაოები წლის ბოლომდე დავასრულოთ და იმედი მაქვს, წლის ბოლოს კავკასიაზე გაივლის მატარებელი, რომელიც გააცოცხლებს ისტორიულ აბრეშუმის გზას", - განაცხადა ბინალი ილდირიმმა.

 


მისივე თქმით, პროექტი რამდენიმე მილიარდის ღირებულებისაა. ვინაიდან ის ძალიან რთულ გზას გადის და 800 კილომეტრზეა გადაჭიმული.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016