პოლიტიკა
კახა კალაძე: არის საშიშროება, რომ აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ვერ შევძლოთ
12 თებერვალი, 2016. 13:32
ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აფხაზურ მედიაში გავრცელებულ იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, „ენგურჰესის" წყალსაცავში წყლის დონის კლების გამო აფხაზეთს ელექტროენერგიის გარეშე დარჩენა ემუქრება.
კახა კალაძე ადასტურებს, რომ წყალსაცავში წელს წყლის ნაკლებობა იყო და არ არის ისეთი შემოდინება, როგორიც წლების განმავლობაში.
„შემიძლია ვთქვა, რომ დაახლოებით 2 კვირის მარაგია ელექტროენერგიის, რომელიც მიეწოდება აფხაზეთს და არის საშიშროება იმისა, რომ მათთვის ელექტროენერგიის მიწოდება ვერ შევძლოთ. ეს ინფორმაცია მათთვის მიწოდებული გვაქვს. ერთობლივად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეს პრობლემა რაიმე გზით იქნას მოგვარებული და რომ ისინი შუქის გარეშე არ დარჩნენ", - განაცხადა კახა კალაძემ.
მოამზადა ნათია ცუხიშვილმა
14 თებერვალი, 2016. 20:30
14 თებერვალი, 2016. 16:44
14 თებერვალი, 2016. 12:15
14 თებერვალი, 2016. 11:23
14 თებერვალი, 2016. 00:59
13 თებერვალი, 2016. 14:54
13 თებერვალი, 2016. 14:18
13 თებერვალი, 2016. 13:39
13 თებერვალი, 2016. 11:55
12 თებერვალი, 2016. 23:45
12 თებერვალი, 2016. 22:43
12 თებერვალი, 2016. 21:46
12 თებერვალი, 2016. 18:27