reportiori.ge - გიორგი კვირიკაშვილი: NATO-სა და ევროკავშირთან დაკავშირებით საქართველოს გეგმები რუსეთის მიერ კონფრონტაციის ნიშნად არ უნდა იქნეს მიჩნეული
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 15:20
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: NATO-სა და ევროკავშირთან დაკავშირებით საქართველოს გეგმები რუსეთის მიერ კონფრონტაციის ნიშნად არ უნდა იქნეს მიჩნეული
ავტორი:
12 თებერვალი, 2016. 15:23


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „როიტერთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ NATO-სა და ევროკავშირთან დაკავშირებით საქართველოს გეგმები რუსეთის მიერ კონფრონტაციის ნიშნად არ უნდა იქნეს მიჩნეული.


პრემიერის თქმით, საქართველო გააგრძელებს NATO-ში გაწევრიანებისთვის მუშაობას და რუსეთის მიმართ პრაგმატული პოლიტიკის განხორციელებას.



გიორგი კვირიკაშვილმა ასევე მოუწოდა ევროკავშირს, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესი არ გადადონ.



ვიმედოვნებ, რომ ათ წელიწადში შესაძლებელი გახდება, ვნახო საქართველოს ეკონომიკა, შემოსავლები და ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი აღმოსავლეთ ევროპის სტანდარტებთან შესადარი", - განაცხადა პრემიერმა.



„როიტერთან" ინტერვიუში მან ასევე ირანთან კავშირებზეც ისაუბრა.



დასავლეთის სანქციების მოხსნის შემდეგ ირანს რეგიონში ახალი დინამიკის შემოტანა შეუძლია. ხოლო საქართველოს მდებარეობა ევროპისა და აზიის გასაყარზე, ირანსა და ევროპას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. ირანი მზადაა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობისთვის, მათ შორის ენერგოსექტორში, რაც ევროპისთვის ძალიან საინტერესო შესაძლოა იყოს საკუთარი ენერგორესურსების დივერსიფიკაციისთვის", - განაცხადა კვირიკაშვილმა.


პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობა აპირებს, საერთაშორისო ინსტიტუტებს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის დამატებითი დაფინანსების თხოვნით მიმართოს.




მოამზადა ნათია ცუხიშვილმა


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016