„არის თუ არა ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობა და უნდა ჩაიწეროს თუ არა კონსტიტუციაში ეს საკითხი?" - „რეპორტიორის" შეკითხვას „რუსთავის 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პასუხობს.
„საკონსტიტუციო ჩანაწერი არ არის საჭირო, იმიტომ რომ ასეთი ჩანაწერი კანონმდებლობაში არსებობს. რატომ უნდა იყოს ჩაწერილი? - საკონსტიტუციო რეგულირების საგანი ეგ არსად არ არის, არცერთ ქვეყანაში, მე ასეთი კონსტიტუციური ჩანაწერი არ მახსენდება. ყველგან არის სამოქალაქო კოდექსში ეს ჩანაწერი და მგონი, ჩვენს კოდექსშიც არსებობს, მგონი კი არა, დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ არსებობს ასეთი ჩანაწერი და სავსებით საკმარისია. ვფიქრობ, კონსტიტუციაში არ უნდა ჩაიწეროს, იმიტომ რომ არ არის არსად კონსტიტუციური ჩანაწერის ღირსი ეგ საკითხი და რატომ უნდა იყოს საქართველო გამონაკლისი, ვერ ვხვდები. საერთოდ მგონია, რომ ეს თემა ძალიან აჟიტირებული და უტრირებულია. მე ვიცი, რასაც გულისხმობს ამ ჩანაწერის ჩაწერა და ვისაც უნდა და ა.შ. ვფიქრობ, ეს საკითხი საქართველოში აქტუალური საერთოდ არ არის და არც იქნება", - ამბობს გვარამია.