reportiori.ge - ლაშა ტუღუში: რუსეთის არეალში მოქცეულია საქართველოც...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024. 23:04
პოლიტიკა
ლაშა ტუღუში: რუსეთის არეალში მოქცეულია საქართველოც...
12 თებერვალი, 2016. 18:29

„სერიოზულად ვუყურებ იმ ანგარიშს, რაც აშშ-ის ეროვნულმა სადაზვერვო სამსახურმა გამოაქვეყნა საქართველოსთან მიმართებაში“, – ამის შესახებ გაზეთ „რეზონანსის“ მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა „რეპორტიორთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში პრორუსული პროპაგანდა და განწყობები გაზრდილია.

 

„ის, რომ რუსეთი აქტიურობს რეგიონში, ახლო აღმოსავლეთში, არავისთვისაა საიდუმლო. მისი აქტივობა შეინიშნება ყველა მიმართულებით – ეს არის როგორც რბილი ძალის გამოყენება, ასევე ხისტი ძალის გამოყენება. რუსეთი ძლიერია სამხედრო თვალსაზრისით, თუმცა, დღეს არ არის ისეთი ძლიერი, როგორიც საბჭოთა კავშირის დროს იყო. რუსეთს აქვს საკუთარი ინტერესები სამეზობლოში. ეს ყველაფერი ნათელია თუნდაც იმით, რომ 2016 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული ჰქონდათ სახელმწიფო არხებისთვის მილიარდ 300 მილიონი დოლარი. ეს არის ძალიან დიდი რიცხვი. მათ აქვთ შექმნილი გარკვეული მიმართულებების ფონდები, რომლებიც აქტიურად საქმიანობენ საზღვრებს გარეთ და იცავენ რუსეთის ინტერესებს; მათ საკუთარი პრინციპები ჩადებული აქვთ სტრატეგიულ დოკუმენტებში. მათ არეალში, ცხადია, მოქცეულია საქართველოც. ისინი მოქმედებენ სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა მედია, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკური ორგანიზაციები. რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები, ეს კი გავლენას ახდენს ჩვენ საგარეო ვითარებაზე, ვინაიდან არის ხელისშემშლელი ფაქტორი დასავლეთთან ჩვენი ინტეგრაციის კუთხით.

 

შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება სერიოზული კომპლექსური ანალიზი. ვფიქრობ, რომ პრობლემა კიდევ უფრო ფართოა და სერიოზულად არის საქმე. კარგად უნდა დავფიქრდეთ ამ პრობლემასთან მიმართებაში“, – განაცხადა ტუღუშმა.

 

 

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა ჯეიმს კლეპერმა სენატს ანგარიში წარუდგინა, სადაც ნათქვამია, „დასავლური ინტეგრაციის ნელი ტემპის გამო, ქართულ ელიტასა და საზოგადოებას შორის მზარდი იმედგაცრუება და სულ უფრო მეტი ეფექტური რუსული პროპაგანდა, ქმნის იმის პერსპექტივას, რომ თბილისმა უფრო მასშტაბური ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ძალისხმევა შესაძლოა შეასუსტოს, ან შეაჩეროს“.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016