reportiori.ge - თინათინ ხიდაშელი: ორი მთავარი გამოწვევის წინაშე ვდგავართ- ისლამური სახელმწიფო და რუსეთი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024. 22:54
პოლიტიკა
თინათინ ხიდაშელი: ორი მთავარი გამოწვევის წინაშე ვდგავართ- ისლამური სახელმწიფო და რუსეთი
ავტორი:
12 თებერვალი, 2016. 21:46



საქართველოს თავდაცვის მინისტრი მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობს. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, მიმდინარე სესიების მთავარი თემა მსოფლიოს წინაშე არსებული საფრთხეებია და ამ კონტექსტში ორი მთავარი გამოწვევა სახელდება.


მიუნხენის კონფერენციაზე დილიდან დაიწყო სესიები და დიდი დრო ეთმობა მსოფლიოს წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს. თანამედროვე ცივილიზებული სამყარო, პრაქტიკულად, შეთანხმებულია, რომ ორი მთავარი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ეს არის ისლამური სახელმწიფო და რუსეთი. როდესაც კონტექსტი ასეთია, ბუნებრივია, ჩვენთვის, საქართველოსთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ამ კონფერენციაზე აქტიურობა და ყველა იმ საკითხის დეტალებში წარმოჩენა, რომელიც საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია",- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.


მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია წამყვანი საერთაშორისო და დამოუკიდებელი ფორუმია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში. ყოველწლიურ კონფერენციაზე მიუნხენში იკრიბებიან გადაწყვეტილების მიმღები პირები და ექსპერტები, სახელმწიფო ლიდერები, საგარეო და თავდაცვის მინისტრები, დიპლომატები, სამხედრო ლიდერები, პარლამენტარები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კერძო სექტორის ექსპერტები, აკადემიკოსები. კონფერენციის მონაწილეები გლობალური უსაფრთხოების არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს განიხილავენ და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობენ. წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემებია: ევროპის პასუხი ლტოლვილთა კრიზისზე, სირიაში მიმდინარე ომი და ევროპის უსაფრთხოების წესრიგი.


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016