reportiori.ge - მიუნხენის 52-ე კონფერენციას გიორგი კვირიკაშვილი ესწრება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024. 23:01
პოლიტიკა
მიუნხენის 52-ე კონფერენციას გიორგი კვირიკაშვილი ესწრება
ავტორი:
12 თებერვალი, 2016. 22:11


 

„კრიზისებს არა აქვს სახელმწიფო საზღვრები" -ამ მოწოდებით მიუნხენში 52-ე უსაფრთხოების კონფერენცია გაიხსნა, რომელშიც მსოფლიო ლიდერებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობს.


მისასალმებელი სიტყვა კონფერენციის თავმჯდომარემ ვოლფგანგ იშინგერმა წარმოთქვა და მონაწილეებს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.


მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ოფიციალურ მოხსენებაში ნათქვამია, რომ  2016 წელი დაიწყო გაზრდილი რისკებით, მათ შორის სამხედრო დაპირისპირებებითა და ფუნდამენტური ტრანსფორმაციებით. შესაბამისად, 52- ე უსაფრთხოების კონფერენციის დღის წესრიგის მთავარი საკითხებია: ევროპის თავდაცვის სისტემის კრიზისი, სირიის ომი, ტერორისტული დაჯგუფებების საქმიანობა და დევნილთა პრობლემები.


მიუნხენში, საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობის მისაღებად, 30-მდე ქვეყნის მეთაური, 60-ზე მეტი საგარეო საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრი, ასობით წამყვანი პოლიტიკოსი, ექსპერტი და ჟურნალისტი იმყოფება.


მიუნხენის კონფერენცია, როგორც ნატო-ს წევრი ქვეყნების "თავდაცვის უწყებათა წარმომადგენლების სხდომა", 1962 წელს დაარსდა და იგი ამჟამად გლობალურ საერთაშორისო ფორუმს წარმოადგენს.


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016