„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით ტელეკომპნაია „მაეტროს" საკონტროლო პაკეტის მფლობელის, გია გაჩეჩილაძის განცხადებაზე ატეხილი აჟიოტაჟი კონკრეტული პიროვნებების მხრიდან სხვა არაფერია, თუ არა ორმაგი სტანდარტების დანერგვა საზოგადოებაში.
„მაინტერესებს ერთი ამბავი რომ ატყდა მედიის გარკვეული ნაწილის მიერ გაჩეჩილაძის ნათქვამ ერთ ფრაზაზე -სოფლელი ჟურნალისტი.
სააკაშვილმა და მისმა მეგობარმა სოფო ნიჟარაძემ რუსთავი 2-ის ჟურნალისტს ნოდარ მელაძეს ჩასვრილი და სუნიანი და სხვა ათასგვარი ეპითეტით რომ შეამკო, მაშინ ვერ დავინახე ნაცების ბელადის ამ გამონათქვამის გამო შეშფოთება, წუხილი, გაღიზიანება, გულდაწყეტა და ა.შ.
ასავალ დასავალის ჟურნალისტი რომ ცემეს ნაც ზონდერებმა ვერც მაშინ დავინახე შეშფოთება.
არ ვარგა ორმაგი სტანდარტების დანერგვა."- წერს მჟავანაძე სოციალურ ქსელში.